gototopgototop

საქართველოს საპატრიარქო,  გორისა და ატენის ეპარქია.

თავგვერდი გიმნაზია ბიბლიოთეკა

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის

ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი


ბიბლიოთეკის მუშაობის დღეები - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით

(ზაფხულის არდადეგების გარდა)

მუშაობის  საათები - 9:30-16:30

ბიბლიოთეკით სარგებლობა შეუძლია:

  • · გიმნაზიის მოსწავლეს;
  • · გიმნაზიის პერსონალს;
  • დაინტერესებულ პირებს.

ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები:

  • მკითხველისთვის იხსნება მკითხველის ბარათი;
  • მკითხველი ვალდებულია ფრთხილად მოეპყრას წიგნებსა და სხვა სახის ბეჭდურ გამოცემებს;
  • ბიბლიოთეკიდან გატანილი წიგნის დაბრუნებამდე მკითხველს არ შეუძლია დამატებით სხვა წიგნის გატანა;
  • ბიბლიოთეკიდან  წიგნის გატანის შემთხვევაში მიეთითება გატანის დრო და ხანგრძლივობა;
  • მკითხველს უფლება აქვს უფასოდ მიიღოს დროებით სარგებლობაში სხვადასხვა საბიბლიოთეკო მასალები გატანის უფლებით ან სამკითხველოში სამუშაოდ;
  • გატანაზე ნებართვის შეზღუდვა ხდება ბიბლიოთეკარის მიერ, თუ ბიბლიოთეკის ფონდში მკითხველისათვის დროებით სარგებლობაში გადასაცემი ერთეულის ეგზემპლარების ოდენობა მხოლოდ ერთია; ამ შემთხვევაში საბიბლიოთეკო ერთეულით სარგებლობა დაიშვება მხოლოდ გიმნაზიის შენობაში;
  • მკითხველის მიერ მითითებულ დროში წიგნის არდაბრუნების შემთხვევაში, ბიბლიოთეკარი სათანადო ღონისძიებების გატარების უზრუნველსაყოფად აცნობებს სასწავლო  კლასის ხელმძღვანელს და ადმინისტრაციას
  • ბიბლიოთეკიდან არ გაიცემა წიგნი იმ პირზე, რომელიც შემჩნეულია წიგნის დაგვიანებით დაბრუნებაში ან დაზიანებაში;
  • წიგნის დაზიანებისათვის, ან დაკარგვისათვის, მკითხველი ვალდებულია შეცვალოს წიგნი ახალი ეგზემპლარით ან აანაზღაუროს მისი ღირებულების ოდენობით;
  • დაზიანებული წიგნით/წიგნებით სარგებლობა შეიძლება მხოლოდ სამკითხველოში;
  • სამკითხველოში დაუშვებელია ხმამაღალი საუბარი;
  • მოსწავლე, რომელმაც დაამთავრა გიმნაზია ან პერსონალი, რომელიც გათავისუფლდა სამსახურიდან, ვალდებულია მიიღოს ბიბლიოთეკარის თანხმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სათანადო დოკუმენტაცია არ გაიცემა;
  • მკითხველი ვალდებულია დაემორჩილოს ბიბლიოთეკაში მოქმედ წესებს.

 

გიმნაზიის ადმინისტრაცია