gototopgototop

საქართველოს საპატრიარქო,  გორისა და ატენის ეპარქია.

თავგვერდი გიმნაზია გიმნაზიის შესახებ
გიმნაზიის შესახებ

 

 

ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში სასაწავლო წელი 14 სექტემბერს (ძვ.სტ. 1 სექტემბერი-ეკლესიური ახალი წლის დასაწყისი) იწყება. ამ დღეს ყოველწლიურად აღევლინება სადღესასწაულო პარაკლისი.

სასწავლო პროცესი ხორციელდება დამტკიცებული სასწავლო გეგმის შესაბამისად.

მეცადინეობები 8 საათსა და 50 წუთზე  იწყება ერთობლივი ლოცვით გიმნაზიის ტაძარში. გაკვეთილების  დაწყების დროა 9 საათი.

სწავლებისთვის გამოყოფილია 33 საკლასო ოთახი, 1 კომპიუტერული კლასი, 1 ლაბორატორია, 1 სახელოსნო.

მოსწავლეებს ემსახურება ბიბლიოთეკა-სამკითხველო უზრუნველყოფილი  მრავალფეროვანი წიგნადი ფონდითა და პერიოდული გამოცემებით; მოსწავლეთა განკარგულებაშია კომპიუტერული კლასი, კეთილმოწყობილი სააქტო დარბაზი.

გიმნაზიაში სწავლის მსურველთა რაოდენობა დიდია. ამის გათვალისწინებით აშენდა მეორე სასწავლო კორპუსი და სპორტული დარბაზი.

გიმნაზიაში სასწავლო პროცესი საშობაო, სააღდგომო და საზაფხულო არდადეგებზე წყდება. საუფლო დღესასწაულებზე გიმნაზიის ტაძარში აღევლინება წირვა.