gototopgototop

საქართველოს საპატრიარქო,  გორისა და ატენის ეპარქია.

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის მისია:

ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია არის საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ემსახურება ბავშვების ქრისტიანული ზნეობით აღზრდასა და მათთვის საფუძვლიანი განათლების მიცემას. აღსაზრდელებს გიმნაზია სთავაზობს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად აღჭურვილ უსაფრთხო სასაწავლო პირობებს, მაღალი კვალიფიკაციის მქონე პადაგოგიურ კოლექტივს, ყურადღებიან და მზრუნველ გარემოს, ჯანსაღი სულიერი და ფიზიკური განვითარების შესაძლებლობებს, ეროვნული და ზოგაადსაკაცობრიო ფასეულობების ზიარებას, რაც მიიღწევა თანამშრომელთა პირადი მაგალითით, მოძღვართან ურთიერთობით, საგიმნაზიო სასწავლო პროგრამებით, თანამედროვე სასწავლო პროექტებით, შიდა საგიმნაზიო და გიმნაზიის  გარე ღონისძიებებით, მოსწავლის ოჯახთან თანამშრომლობით, მსგავსი მიზნების მქონე დაწესებულებებთან ურთიერთობით, რათა გიმნაზიის კურსდამთავრებულმა მიღებული ცოდნა და აღზრდა გამოიყენოს სამოქალაქო საზოგადოებაში, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, ოჯახში, პირად ცხოვრებაში, სამსახურში, საერთაშორისო ურთიერთობებში ქვეყნის ინტერესების საკეთილდღეოდ.