gototopgototop

საქართველოს საპატრიარქო,  გორისა და ატენის ეპარქია.

თავგვერდი სიახლეები გიმნაზიის დაარსებიდან 10 წლისთავი
გიმნაზიის დაარსებიდან 10 წლისთავი

 

2016 წლის 30 ოქტომბერს გიმნაზიის დაფუძნებიდან 10 წელი შესრულდა. ამ დღის აღსანიშნავად ერთად შეიკრიბნენ გიმნაზიის მოსწავლეები, კურსდამთავრებულები, მასწავლებლები, მშობლები. გიმნაზიის რექტორმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) დალოცა  შეკრებილება და ყველას მიულოცა გიმნაზიის 10 წლისთავი. მეუფე ანდრიამ საზეიმო საღამოზე სიგელები გადასცა 2015-2016 სასწავლო წლის წარჩინებულ 43 მოსწავლეს. ასევე დაჯილდოვდნენ გასული სასწავლო წლის საუკეთესო მასწავლებლები და კლასის ხელმძღვანელები: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი და წმ თეოდორე კველთელის სახელობის კლასის ხელმძღვანელი ცისია ვანიშვილი და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი და ღირსი გიორგი ათონელის სახელობის კლასის ხელმძღვანელი ია ჯალალი. ტრადიციისამებრს, ამ დღეს დასაჩუქრდნენ გიმნაზიის ის თანამშრომლები, რომლებსაც 2016 წელს დაბადებიდან მრგვალი თარიღი შეუსრულდათ. მღვდელმთავარმა ყველას წარმატება და ღვთის შეწევნა უსურვა საქმიანობაში.

 

DSCN0466 DSCN0468 DSCN0469 DSCN0471 DSCN0476 DSCN0483

 

შემდეგ კი სცენა დაეთმო სპექტაკლს გიმნაზიის ლიტერატურული თეატრის დასისა (ხელმძღვანელი ზვიად ხუბულური) და სიმღერისა და გალობის გუნდის (ხელმძღვანელი ლელა მერაბიშვილი) წევრთა მონაწილეობით. შემოქმედებითი წრეების აღსაზრდელებმა წარმოადგინეს ლიტერატურული სპექტაკლი „მწყემსი“. სპექტაკლის გაფორმებაზე იმუშავა გიმნაზიის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლმა მარიამ სანადირაძემ.

 

DSCN0502 DSCN0507 DSCN0510 DSCN0513 DSCN0520 DSCN0526 DSCN0532 DSCN0533 DSCN0536 DSCN0547 DSCN0548 DSCN0553 DSCN0561 DSCN0570 DSCN0572

 

საღამოს დასასრულს გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა დეკანოზმა ბორისმა (ნიჩიპეროვიჩი) გიმნაზიის ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველები დააჯილდოვა. უკვე ტრადიციად იქცა გიმნაზიის დაბადების დღეს კურსდამთავრებულებთან შეხვედრა. არც წლევანდელი წელი იყო გამონაკლისი, და შეხვედრა შედგა. ბოლო სამი წლის მანძილზე გიმნაზია 41 მოსწავლემ დაამთავრა და ყველა აგრძელებს სწავლას საქართველოს სხვადასხვა სასწავლებელში. საუბრის შემდეგ მამა ბორისმა დალოცა სტუდენტები და   ქვეყნის სასიკეთოდ სწავლა და გარჯა უსურვა

 

DSCN0580 DSCN0586 DSCN0591 DSCN0599 DSCN0601 DSCN0638 DSCN0640 DSCN0641 DSCN0642