gototopgototop

საქართველოს საპატრიარქო,  გორისა და ატენის ეპარქია.

თავგვერდი სიახლეები წარმატებული კურსდამთავრებულების მხარდაჭერა
წარმატებული კურსდამთავრებულების მხარდაჭერა

 

2016 წლის 22 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა გორელ სტუდენტებთან, რომლებმაც ეროვნული გამოცდების შედეგებით სწავლის 100 %-იანი დაფინანსება მოიპოვეს. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით მიმდინარე წელს 24-მა გორელმა ახალგაზრდამ ერთჯერადი ფინანსური დახმარება მიიღო. გამორჩეულთა შორის არიან გიმნაზიის კურსდამთავრებულები მაკა ბუჟღულაშვილი და სოფიო სოფრომაძე. სტუდენტებს წარმატება მიულოცეს ქალაქის მერმა ბატონმა ზურაბ ჯირკველიშვილმა და საკრებულოს წევრებმა, ბატონებმა ვანო ჩხიკვაძემ და ზაზა მეზვრიშვილმა. ვუსურვებთ ქვეყნისა და მშობლიური ქალაქისათვის სასიკეთო ყოფილიყოს მათი გარჯა!

 

DSCN0726 DSCN0729 DSCN0738 DSCN0743