gototopgototop

საქართველოს საპატრიარქო,  გორისა და ატენის ეპარქია.

თავგვერდი სიახლეები საშობაო ფესტივალი „გენეთლია“
საშობაო ფესტივალი „გენეთლია“

 

გორისა და ატენის ეპარქია

ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია  

ყოველწლიურ საშობაო ფესტივალ „გენეთლია“

 

ფესტივალის ჩატარების თარიღი:  2017 წლის 10-11  იანვარი,

ფესტივალის ჩატარების ადგილი: ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია - ქ. გორი, სამეფო ქ. # 5

ფესტივალის მიზანი:    ქრისტეშობის დღესასწაულის სიხარულის აღსაქმელად და მოზარდთათვის რწმენის

გაძლიერებისათვის გარემოს შექმნა მოსწავლეთა საკონფერენციო გამოსვლებით,

ნამუშევრების გამოფენითა და თვითშემოქმედების წარმოდგენით.

ფესტივალის მონაწილენი:

  1. ალავერდის ეპარქიასთან არსებული წმ. ბიძინა, შალვა და ელიზბარის სახელობის სკოლა,
  1. ზუგდიდის წმ. გიორგის სახელობის სკოლა,
  2. თბილისის წმ. ექვთიმე და წმ. გიორგი მთაწმინდელების სახელობის მართლმადიდებელ ქრისტიანთა სკოლა,
  3. თბილისის წმ. კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა პანსიონი,
  4. წმ. იოანე ბოლნელის სახელობის ბოლნისის სასულიერო გიმნაზია,
  5. მარტვილის წმ. ამბროსი ხელაიას სახელობის სკოლა,
  6. ნიქოზის წმ. ალექსანდრეს ოქროპირიძის სახელობის სკოლა,
  7. ქარელის წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია,
  8. ხაშურის წმ. დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონი,
  9. ჭიათურის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა,
  10. ოზურგეთის წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლა,
  11. ქალაქ გორის # 12 საჯარო სკოლა (გორისა და ატენის ეპარქია),
  12. ს. მეჯვრისხევის სამრევლო სკოლასთან არსებული ვაჟთა გუნდი (გორისა და ატენის ეპარქია),
  13. ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია;

 

ფესტივალის I დღე       - 10:30 - ფესტივალის გახსნა, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის ტაძარი

- 11:00 - მოსწავლეთა კონფერენცია (სააქტო დარბაზი)

- 11:00 - ხატვის კონკურსი (ვეფხისტყაოსნის პერსონაჟი)

- 14:00 - სადილი

- 15:00 - თვითშემოქმედებითი გამოსვლები

- 18:00 - ქალაქ გორის ტაძრების მოლოცვა

ფესტივალის II დღე       - 10:00 - თვითშემოქმედებითი გამოსვლები

- 13:00 - ეთნოგრაფიული მუზეუმის დათვალიერება,

- 15:00 - სადილი

- 16:00 - ფესტივალის დახურვის საღამო

  • მოსწავლეთა კონფერენცია ეძღვნება შოთა რუსთაველის წელს. საკონფერენციო თემატიკა:

ღმერთი და წუთისოფელი ,,ვეფხისტყაოსანში“,

სათნოებანი ,,ვეფხისტყაოსანში“,

ზნეობრივ-მარადიული ფასეულობანი ,,ვეფხისტყაოსანში“;

კონფერენციაში მონაწილეობს სკოლიდან ერთი მოსწავლე; გამოსვლის ხანგრძლივობა არაუმეტეს 15 წთ.

გთხოვთ, წარმოადგინოთ საკონფერენციო მოხსენებები ელექტრონული სახით.

  • ხატვის კონკურსი -  ვეფხისტყაოსნის პერსონაჟები - კონკურსანტები იმუშაებენ A3 ფორმატის ფურცელზე მათთვის სასურველი ტექნიკით (კონკურსანტს შეუძლია პერსონაჟი თავად აიჩიოს წინასწარ და ნახატი შეასრულოს კონკურსის მიმდინარეობისას). კონკურსში მონაწილეობს  სკოლის ერთი მოსწავლე.
  • თვითშემოქმედებითი გამოსვლები - თემა: ქრისტეშობის დღესასწაული.

მონაწილეთა რაოდენობა - არაუმეტეს 12 მოსწავლისა, გამოსვლის ხანგრძლივობა - არაუმეტეს 20 წთ.

  • მოსწავლეთა ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა. ნამუშევრების რაოდენობა არ არის შეზღუდული.