gototopgototop

საქართველოს საპატრიარქო,  გორისა და ატენის ეპარქია.

თავგვერდი სიახლეები გიმნაზიელები სამოქალაქო განათლების ოლიმპიადაზე
გიმნაზიელები სამოქალაქო განათლების ოლიმპიადაზე

 

სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა უკვე მესამედ ტარდება და ის მიზნად ისახავს მოსწავლეებში სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრებისა და ახალგაზრდების დემოკრატიული საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბების ხელშეწყობას. პროექტით განსაზღვრულია ნიჭიერი, მაღალი მოქალაქეობრივი კომპეტენციისა და სოციალურად აქტიური მოსწავლეების გამოვლენა და მხარდაჭერა, ინფორმირებული, აქტიური და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქეების აღზრდის ხელშეწყობა.

2016-2017 სასწავლოს წელს სამოქალაქო განათლების ოლიმპიადაში გიმნაზიის IX-XII კლასების 23 მოსწავლე მონაწილეობდა. წმ იოანე ნათლისმცემლის მე-11 კლასი მოსწავლე ლიკა გოდერძიშვილი ოლიმპიადის მესამე ტურში გადავიდა.

ვულოცავთ ლიკას მიღწეულ შედეგს და წარმატებას ვუსურვებთ შემდგომ ეტაპზე!

 

 

DSCN1085