gototopgototop

საქართველოს საპატრიარქო,  გორისა და ატენის ეპარქია.

თავგვერდი სიახლეები გიმნაზიელები სამეცნიერო კონფერენციაზე
გიმნაზიელები სამეცნიერო კონფერენციაზე

 

2017 წლის 26 სექტემბერს, „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017" ფარგლებში, გორის უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა და შიდა ქართლის საჯარო და კერძო სკოლების საშუალო საფეხურის მოსწავლეთა ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია „იპოვე შენი მომავალი ჩვენთან“. მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა. კონფერენციის პლენარული სხდომის შემდეგ მუშაობა გაგრძელდა სექციებში. ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის მოსწავლეები ორ სექციაში  წარდგნენ მოხსენებებით. საბუნებისმეტყველო სექციაში თემით „ეკოლოგია და გარემოს დაბინძურება“  წმ. მოციქულთა პეტრესი და პავლეს სახლობის მე-11 კლასის მოსწავლე ნინო ბეგიაშვილს ჰქონდა გამოსვლა, ხელმძღვანელი ქიმიის მასწავლებელი ნელი ნაოჭაშვილი; სპორტის სექციაში კი წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის მე-12 კლასის მოსწავლე იზა მშვიდობაძემ მსმენელებს წარუდგინა მოხსენება „გორელი მოჯირითე ალექსი გოგოხია“, თემის ხელმძღვანელი - სპორტის მასწავლებელი მარინე კახიაშვილი. მოსწავლეთა გამოსვლებმა მსმენელთა ინტერესი და მოწონება დაიმსახურა, გიმნაზიელებისთვის მოსწავლეთა ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციაშიმ მონაწილეობა  საჯარო გამოსვლისა და გამოცდილების მიღების კიდევ ერთი შესაძლებლობა იყო.

 

1 904c0f58ca3ee33aa417304ab5231a1b_6830 iza