gototopgototop

საქართველოს საპატრიარქო,  გორისა და ატენის ეპარქია.

თავგვერდი სიახლეები 2017-2018 სასწავლო წლის პირველი სასწავლო დღე
2017-2018 სასწავლო წლის პირველი სასწავლო დღე

 

2017 წლის 14 სექტემბერს, ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს, გიმნაზიის 500-ზე მეტი მოსწავლე, მასწავლებლები და მშობლები გიმნაზიის ტაძარში შეიკრიბნენ. გიმნაზიის რექტორმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ დეკანოზ ბორისთან და  ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად მიულოცა საეკლესიო ახალი წლის დადგომა, ახალი სასწავლო წლის დაწყება და ქვეყნისთვის სასიკეთოდ წარმატებული სწავლა და გარჯა უსურვა. მეუფე ანდრიამ ისაუბრა ადამიანის მიერ ქველი საქმის ქმნის მნიშვნელობაზე და სამადლობელი სიგელით დააჯილდოვა ბატონი ლაშა სურამელაშვილი, რომლის ხელშწყობითაც გიმნაზიას ახალ სასწავლო წელს დამატებითი სასწავლო სივრცე მიემატა. 2017-2018 სასწავლო წელს გიმნაზიის სამ პირველ კლაში 61-მა მოსწავლემ დაიწყო სწავლა. მიტროპოლიტი ანდრია გიმნაზიის აღმასრულებელ დირექტორთან, დეკანოზ ბორისთან ერთად შეხვდა პირველკლასელებს,  მათ მშობლებსა და მასწავლებლებს  და  დალოცა ისინი.

გიმნაზიაში მე-12 სასწავლო წელი დაიწყო!

 

DSCN7009 DSCN7011 DSCN7012 DSCN7014 DSCN7032 DSCN7034 DSCN7044 DSCN7048 DSCN7049 DSCN7065 DSCN7074 DSCN7076 DSCN7090 DSCN7099 DSCN7109 DSCN7112