gototopgototop

საქართველოს საპატრიარქო,  გორისა და ატენის ეპარქია.

თავგვერდი სიახლეები მზადება ახალი სასწავლო წლისათვის
მზადება ახალი სასწავლო წლისათვის

2017 წლის სექტემბრის დასაწყისიდან გიმნაზიის პედაგოგიური ოჯახი ახალი სასწავლო წლისათვის მზადებას შეუდგა. გიმნაზიაში ჩატარდა საგნობრივი კათდრების სხდომები.  აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ სასწავლო-აღმზრდელობით დარგში მანანა კაკაურიძემ მასწავლებლებს გააცნო 2017-2018 სასწავლო წლის გიმნაზიის სასწავლო გეგმის პროექტი, იმსჯელეს ახალი სასწავლო წლისთვის პრიორიტეტულ მიდგომებზე სწავლა-სწავლებაში, დასახეს კათედრების საქმიანობის გეგმები და მიმართულებები, დაასახელეს და აირჩიეს კათედრების ახალი ხელმძღვანელები.

გიმნაზიაში ახალი სასწავლო წლის დაწყებას წინ უძღოდა გიმნაზიის რექტორის, გორისა და ატენის მიტროპოლიტის თავმჯდომარეობით ჩატარებული პედაგოგიური საბჭოს სხდომა. სხდომის დღის წესრიგში იყო 2017-2018 სასწავლო წლის გიმნაზიის სასწავლო გეგმის განხილვა და დამტკიცება, პედაგოგიური საზოგადოების ინფორმირება საშემოდგომო გამოცდების შედეგების თაობაზე, მოსწავლეთა წამახალისებელი მოგზაურობის, ასევე ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ჩატარებული სარემონტო სამუშაოების შესახებ. მეუფე ანდრიამ დალოცა გიმნაზიაში მოღვაწე სასულიერო პირები და მასწავლებლები, მათთან ერთად გიმნაზიის პედაგოგიური საზოგადოების ახალი წევრები: ფიზიკის მასაწვალებელი ბატონი გიორგი კუპრიაშვილი და მათემატიკის მასწავლებელი ქალბატონი ნონა ედიშერაშვილი და პედაგოგებს მომავალი თაობის აღზრისა და განათლების გზაზე მოთმინებითა და პროფესიული კეთილსინდისიერებით მოღვაწეობისკენ მოუწოდა.

 

DSCN6340 DSCN6344 DSCN6356 DSCN6363DSCN6369 DSCN6370 DSCN6373 DSCN6382