gototopgototop

საქართველოს საპატრიარქო,  გორისა და ატენის ეპარქია.

თავგვერდი სიახლეები კომპიუტერული მოდელირება სწავლების პროცესში
კომპიუტერული მოდელირება სწავლების პროცესში

 

2017 წლის 16-17 დეკემბერს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, თბილისში საგანმანათლებლო ტექნოლოგიების მეოთხე კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია მიზნად ისახავდა საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას, ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაცნობასა და გაზიარებას. პოსტერების სესიაზე გიმნაზიის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელი გიული ბუთხუზმა (თანაავტორი მათემატიკის მასწავლებელი მანანა სირბილაძე) საკონკურსოდ წარადგინა პოსტერი „კომპიუტერული მოდელირება სწავლების პროცესში“, რითაც კონფერენციის მონაწილეებს გააცნო გიმნაზიის მე-6 კლასელების მონაწილეობით შესრულებული კომპიუტერული მოდელირება. შესრულებული სამუშაოსთვის გიული ბუთხუზს ფულადი ჯილდო გადაეცა. კონფერენციაში გიმნაზიის 3 პედაგოგი მონაწილეობდა. ორგანიზატორების პროგნოზით, კონფერენცია ხელს შეუწყობს სასწავლო პროcესში ტექნოლოგიების გამოყენების ახალი სტრატეგიების ჩამოყალიბებას და განვითარებას საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ.

 

23574141_1307341412711044_784867140_n 23574208_1308135095965009_853117188_n 23574320_1308135435964975_221286605_n 23574433_1308135822631603_1385598557_n 23602126_1308136345964884_1767926094_n 28459098_1404602789651572_460076078_n 28512336_1404603056318212_763068765_n 28534565_1404602639651587_1813138427_n