gototopgototop

საქართველოს საპატრიარქო,  გორისა და ატენის ეპარქია.

ვიმეგობროთ წიგნთან

 

უკვე ტრადიციად იქცა სტუდენტების შეხვედრა გიმნაზიის მოსწავლეებთან, რომელიც გორის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორის ქალბატონ ელენე ხოჯევანიშვილის ხელმძღვანელობითა და გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებლის მაია მელიქიშვილის ხელშეწყობით ხორციელდება. პროექტში მონაწილეობენ გორის სასწავლო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის III_IV კურსის სტუდენტები, აგრეთვე მაგისტრანტები და გიმნაზიის VI_VII კლასების მოსწავლეები. პროექტის მიზანია: გააღვიძონ წიგნის კითხვისადმი ინტერესი  როგორც სტუდენტებში, ასევე მოსწავლეებში და მიღწეულ იქნეს პროექტში მონაწილე ორივე მხარის დამეგობრება წიგნთან.

 

1 2 3 4