gototopgototop

საქართველოს საპატრიარქო,  გორისა და ატენის ეპარქია.

თავგვერდი პროექტები მათემატიკოსის თვალით დანახული ტაძრები

პროექტის დასახელება: „მათემატიკოსის თვალით დანახული ტაძრები“

პროექტი შემსრულებლები:  გიმნაზიის მათემატიკის კათედრა, გიმნაზიის VII-XI კლასების მოსწავლეები

პროექტის მიზანი:

  • გიმნაზიის VII-XI კლასების მოსწავლეთა მიერ მათემატიკის, როგორც ზოგადსაკაცობრიო კულტურის შემადგენელი ნაწილის გაცნობიერება;
  • სამთავისისა და გორის ეპარქიის ტაძრების შესახებ ცოდნის გაღრმავება;
  • მათემატიკური ხედვის განვითარების ხელშეწყობა მოსწავლეებში.

პროქტის ამოცანები:

  • კლასების მიხედვით სამუშაო ჯგუფების შექმნა და ფუნქციათა გადანაწილება;
  • მათემატიკის კათედრის წევრთა მიერ მოსწავლეთათვის აზომვის მეთოდების გაცნობა;
  • ტაძრების პარამეტრების აზომვა-გამოთვლა: სიმაღლე, პერიმეტრი, ფართობი, მლოცველთა მაქსიმალური სიმჭიდროვე, ბუნებრივი განათება, ტაძრის სიმეტრიულობა, გეომეტრიული გარდაქმნები სიბრტყეზე (ჩუქურთმების მაგალითზე), ცდომილების დადგენა;
  • პრეზენტაციის მომზადება;
  • პროექტის პრეზენტაცია.

პროექტის შედეგი:

პროექტში მონაწილეობით გიმნაზიის მოსწავლეებს განუვითარდებათ:

  • ინფორმაციის მოპოვების, დამუშავებისა და გადაცემის (კომუნიკაციის) უნარი,
  • ვარაუდების გამოთქმისა და კერძო შემთხვევაში კვლევის უნარი,
  • ინფორმაციის წარდგენის უნარი,
  • თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევა,
  • კრიტიკული აზროვნების უნარი.

 

ვრცლად სიახლეებში