ლიტერატურულ-თეატრალური წრე

ლიტერატურულ-თეატრალური წრე

ლიტერატურულ_თეატრალური წრე, მეუფე ანდრიას ლოცვა_კურთხევით, გიმნაზიის დაარსებიდან ფუნქციონირებს,. წრეს ხელმძღვანელობს მარინა გოგიაშვილი. ბავშვები სიხარულით ვესწრებით მეცადინეობებს, პედაგოგთან ერთად ვგეგმავთ მომავალ ღონისძიებებს, ერთად ვმსჯელობთ, ხშირად ვცვლით სცენარს და მოქმედ პირებს. მუშაობა სახალისოა, თუმცა ვიღლებით კიდეც. ძალიან მოგვწონს ზღაპრული პერსონაჟების განსახიერება. თავად ვქმნით დეკორაციებს და სასცენო კოსტუმებს. აქტიურად გვეხმარებიან მშობლებიც, მათი თანადგომის გარეშე, ვფიქრობ არასფერი გამოგვივიდოდა. გიმნაზია თანდათან იძენს სასცენო რეკვიზიტს და ჩვენც ვცდილობთ წარმატებული იყოს ჩვენი გამოსვლები. ყველაზე მეტად მაინც საშობაო და სააღდგომო წარმოდგენებზე მოგვწონს მუშაობა. ამ დღესასწაულებისთვის ჩვენი წრე საგანგებოდ ემზადება და რა თქმა უნდა ჩვენი განწყობაც შესაბამისია. ასევე, გიმნაზიის გახსნის დღეს, 31 ოქტომბერსაც სიხარულით ველით და ყოველ წელიწადს სხვადასხვა წარმოდგენას ვუძღვნით, ჩვენთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვან თარიღს. წელს წარმოვადგინეთ  ,,ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება”. კიდევ ერთხელ გავიხსენეთ დიდი მოღვაწე, რომლის სახელსაც ჩვენი გიმნაზია ატარებს და რომლის დამსახურება ერის წინაშე შეუფასებელია. 
საშობაო ფესტივალ  ,,გენეთლიაზე” წარმოვადგინეთ ორი დადგმა:  ,,ცხრა ნიჭნი სულისა წმიდისანი” და ,,ფიფქია და შვიდი ფერი”.
ფუნქციონირებს პატარების ჯგუფიც. მათ გიმნაზიის მოსწავლეებს და მშობლებს თავისი  ,,საშობაო ზღაპარი” უჩვენეს. ქართული ენის დღეს კი, იაკობ გოგებაშვილის ,,იავნანამ რა ჰქმნა” მიუძღვნეს. 
სააღდგომოდ მიწვეულნი ვართ ფესტივალზე ზუგდიდში, ვმუშაობთ სააღდგომო სპექტაკლზე. პარალელურად მომდინარეობს არჩილ სულაკაურის ,,სალამურას თავგადასავლის” გასცენიურება, რომელსაც სასწავლო წლის ბოლოს წარმოვადგენთ. ბავშვებმა კიდევ ერთი ჯგუფი შექმნეს, რომელიც კომედიური ჟანრის, მუსიკალური სპექტაკლის დადგმას გეგმავს.
გვაქვს ოთახი, შენობის ბოლო სართულზე, რომელსაც  ,,სხვენი” დავარქვით. აქ ინახება ყველა სპექტაკლის რეკვიზიტი, საცეკვაო ფორმები, ვაწყობთ გამოფენებს, აქვე ვემზადებით ინტელექტუალური კონკურსებისთვის.
მთავარია, რომ ყოველთვის ვგრძნობთ თანადგომას გიმნაზიის ყველა თანამშრომლისაგან, გვიხარია, რომ ისინი, ბავშვებთან ერთად ელიან ჩვენს წარმოდგენებს, გვეხმარებიან დეკორაციების შექმნაში, საჭირო კოსტუმების შერჩევაში, თანაგვიგრძნობენ და განიცდიან ჩვენთან ერთად. 
მადლობას ვუხდით გიმნაზიას, რომ მოგვცა საშუალება საყვარელი საქმე ვაკეთოთ.

 

 

ქრისტინე ბეგაშვილი
თეკლა გელდიაშვილი
საბა ლომსაძე
წმ. ნიკოლოზის სახელობის III კლასი.

 

 


 

11 მარტს, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის ლიტერატურული თეატრი წარმოგიდგენთ

მხატვრულ-მუსიკალურ სპექტაკლს

ვაჟა-ფშაველა

ილია ჭავჭავაძე

ლადო ასათიანი

გოდოლი შეურყეველი

 

დადგმა ზვიად ხუბულურისა

ლოტბარი - ლელა მერაბიშვილი

ქორეოგრაფი - თენგიზ დვალიშვილი

მხატვარ-დეკორატორი -  მარიამ სანადირაძე

ტექნიკური მხარდაჭერა - ალექსანდრე გოგიაშვილისა

 

მონაწილეობენ:

ლიტერატურულ-თეატრალური წრის დასი

სიმღერისა და გალობის გუნდი

ქორეოგრაფიული ანსამბლი                                                                   დასაწყისი 14:00

 

 


 

მხიარულმა ბურატინომ მოგვილოცა სასწავლო წლის დამთავრება და არდადეგების დაწყება. ძალიან ვიხალისეთ ჩვენც და ჩვენმა ერთგულმა მაყურებელმაც. დღეს, ხომ ამ სასწავლო წლის ბოლო წარმოდგენა გავმართეთ. თითქოს უნდა გვიხაროდეს, მაგრამ ცოტათი გულიც გვწყდება. ჩვენს საყვარელ ლიტერატურულ გმირებს, სულ ცოტა სამი თვით მაინც ვშორდებით. ლიტერატურულ-თეატრალური წრე მხიარულ დასვენებას და მშვიდობიან ახალ სასწავლო წელს გისურვებთ.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18


 

28 მაისს ლიტერატურულ-თეატრალური წრის ერთ-ერთმა ჯგუფმა "თოვლის დედოფალი" წარმოადგინა. გვყავდა გერდა და გაი, მეტად საყვარელი პრინცი პრინცესასთან ერთად, საინტერესო აღმოჩნდა მუდმივი გაზაფხულის კეთილ ფერიასთან და ყვავილებთან შეხვედრა. მაყურებელი გაახალისეს ყვანჩალამ და მისმა საცოლემ, ყაჩაღებმა, ფიფქებმა... ამაყი და მკაცრი იყო თოვლის დედოფალი... საბოლოოდ რა თქმა უნდა სიყვარულმა, სიკეთემ და გაზაფხულმა გაიმარჯვა...

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 13


 

2012 წლის 24 მარტს გამართული წარმოდგენა წრის წევრება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მიუძღნეს. მოსწავლეებმა გაასცენიურეს სახარებისეული იგავი უძღებ შვილზე.

 

1 2 3 4


 

საშობაო ფესტივალი „გენეთლია" განსაკუთრებით გვიყვარს თეატრალური დასის  წევრებს. წელს ჩარლზ დიკენსის „საშობაო ისტორია" გავასცენიურეთ. მოგვეწონა სპექტაკლზე მუშაობა, რთული იყო, მაგრამ საინტერესო. ყველამ დიდი მონდომებით ვიმუშავეთ და იმედი გვაქვს ვასიამოვნეთ დამსწრე საზოგადოება.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45


ეს საშობაო ზღაპარი ერთ უღრან ტყეში განვითარდა, სადაც დედა თხა-იზა მშვიდობაძე, თავის პატარა შვილებთან ერთად ცხოვრობდა. ციკნები: ბეკეკო-მარიამ ვაზაგაშვილი, ნაცარა-ლალი ოქრუაშვილი, ცანცარა-საბა ხინჩიკაშვილი, ხუჭუჭა-ლევან ნადიბაიძე, კიკინა-თამარ ლაღიძე  ცელქები იყვნენ და ძალიან უყვარდათ ბაჭიებთან-თამაზ ლაღიძესთან, ლიზი გიგაურთან და ზღარბუნიებთან-მარიამ თათრიშვილთან და ანა ხორგუაშვილთან თამაში. მართალია პატარები ცდილობდნენ დედიკოს დარიგება შეესრულებინათ და კარი არავისთვის გაეღოთ, თუმცა მგლებმა- ლუკა კვაჭაძემ და შოთა მშვიდობაძემ, მელამ- ილია ზაუტაშვილმა და ტურამ- უტა ახალაძემ  მაინც შეძლეს ციკნების მოტყუება და მათი გატაცება. საბრალო თხაკიკინას შვილების დაბრუნებაში კეთლი ფერია-თამთა ხინჩიკაშვილი, ზღარბები-გვანცა ნაფიშვილი და ვერიკო მჭედლიშვილი, მერცხლები-ლალი თათრიშვილი, ანა კუპრაძე, გვანცა მარიამიძე, მარიამ მებადური, კურდღელი-ანა მარიამიძე დაეხმარნენ. გახარებულმა თხაკიკინამ აპატია მგელს და ყველა შინ მიიპატიჟა.

 

11 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 12


 

 

     დღეს, 2011 წლის 30 ოქტომბერს, გიმნაზიას ხუთი წელი შეუსრულდა. ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ და ბოლოს  ბატონი ნოდარ დუმბაძის გმირებს მივმართეთ.

... როგორ უნდა დაგლოცო, ჩემო გიმნაზიავ, როცა დალოცვასაც და კურთხევასაც შენგან მოველი. შენ ხომ იცი, რომ შენი დარი, ჩვენი დარია, შენი ავდარი ჩვენი ავდარი. შენი სიმრავლე, ჩვენი სიმრავლეა, შენი უკვდავება კი ჩვენი უკვდავებაა, ასე, რომ შენი მოზიარე ვართ ყველაფერში და განა ძალით, ნებით. ჩვენ და შენ ერთი სხეული ვართ, უფრო სწორად ჩვენ თითო პატარა უჯრედი ვართ შენი ჯანსაღი სხეულისა, ამიტომ გევედრებით_ვიდრე ცოცხალნი ვართ, შენი სიკეთე და ბედნიერება გაგვაგონე, ჩვენი მამულის მზისა და მთვარის ღიმილი არ მოგვიშალო, ზურმუხტის ხმელეთს არ მოგვწყვიტო და როცა კი დავბრუნდებით, თუნდაც მრავალი წლის შემდეგ, გამარჯვებული, ბავშვების ჟრიამულით სავსე, ისევ და ისევ ჭეშმარიტი სარწმუნოების, მართლმადიდებლობის აკვნად შეგვეგებე.  აბა, სხვა სათხოვარი და სანატრელი სხვას რა ჰქონია, რომ მე მქონდეს...
ღმერთო მაღალო, შემოქმედო ყოვლისა, შენ გაუთენე ამ სასწავლებელს მრავალი დაბადების დღე, მიეც ღონე შენი, ნიჭი და უკვდავება შენი, დალოცე აკვანი, კალთა აქაურობისა. აავსე სახლი ყოველი აქ მოსწავლე-მასწავლებლისა მზითა და სითბოთი, ბეღელი-პურით, მარანი ღვინით, გული-სათნოებით. ააჟრიამულე სასწავლებლის ეზო-კარი აქ მოსწავლეთა შვილებით, შვილიშვილებით, მათი შვილებით. დაუშრეტელ წყაროდ იდინე, ბედნიერებავ ჩვენს გიმნაზიაში, არ მოუშალო გონიერი ერისკაცი და მწყემსი. ნატვრისთვალი დაუდე ამ ღამით სასთუმალთან ყველა გიმნაზიელს, რომ დილით ნახოს და მამულის უკვდავება ინატროს. მიიღე ჩემო გიმნაზიავ ეს ლოცვა...

 

1 2 3 5 6 7 8 9 10 11

 


 

"ჩხიკვთა ქორწილისათვის" მზადება ძალიან ხალისიანად წარიმართა. ყველა მონაწილემ შეისწავლა და დიდი მონდომებით განასახიერა თავისი როლი. სანდრო ხადურის ჩხიკვი ზაქარა, თავდაჭერილობით გამოირჩეოდა, ალბათ იმიტომ, რომ განათლება უცხო ქვეყნის ტყეებში მიიღო, მორცხვობდა სოფიო სოფრომაძის მშვენიერი ქეთევანი, მეტად მკაცრი იყო ძია თომა - ლექსო მარიამიძე, თბილი და მოსიყვარულე-საპატარძლოს დედა - მარიამ კაპანაძე. საბა ფცქიალაძემ სიძის მეჯვარეობა იკისრა, მოილხინა და სხვებიც მოალხინა შესანიშნავი ცეკვით, ქეთევან ღვინიაშვილმა, თამარ ხარებაშვილმა, იზა მშვიდობაძემ, მარიამ კიკაბიძემ საპატარძლოს გაუწიეს მეგობრობა. სასიძოს დედა მარიამ შატაკიშვილმა განასახიერა, არწივი კი ზაქრო ტურაშვილი გახლდათ. ქორწილს ხალისი შემატა მაყრების ცეკვამ - მიხეილ ფირანიშვილისა და მიხეილ ტლაშაძის შესრულებით. თაგუნიას მეტად საინტერესო სახე შექმნა თინათინ ფსუტურმა. განსაკუთრებული მოწონება მაინც ყვავმა - აბესალომ ტატიშვილმა დაიმსახურა. ამ წარმოდგენით დასრულდა ვაჟა-ფშაველას კვირეული გიმნაზიაში.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

 


 

    ,,სალამურა" სასწავლო წლის ბოლო დღეს წარმოვადგინეთ. სპექტაკლისთვის მზადება რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ, თავიდან ცოტა გაგვიჭირდა, თუმცა მუშაობის პროცესში ძალიან ვიხალისეთ და გავერთეთ კიდეც. ბაიას როლის შემსრულებელი - ნანუკა ყველაშვილი და სასახლის მეზღაპრე - მარკოზ კარელიძე პირველკლასელები არიან და წელს პირველად მიიღეს მონაწილეობა სპექტაკლში. სალამურას როლი -  მიხეილ მაისურაძემ შეასრულა. პატარებთან იმუშავეს და ორ-ორი როლი შეითავსეს მეფემ (ასევე მიდი-მოადე) - ლექსო მარიამიძემ და ქონდართუხუცესმა (ასევე ალე-ჰოპი) - სანდრო ხადურმა. ქონდარინე - გვანცა ლოლუა და ქარბორბალა - ლუკა ლოლუა და - ძმანი არიან. ფრინტას როლი - თეკლა გელდიაშვილმა შეასრულა, სირბილასი - საბა კაპანაძემ. ორი როლი, სასახლის პოეტისა და ბრძენი კინა-ლოკოსი, სანდრო ტლაშაძემ განასახიერა. ყველაზე შთამბეჭდავი მაინც ქონდარუხი - მიხეილ ტლაშაძე გახლდათ. შესანიშნავად ითამაშეს მეორე ვეზირმა - საბა ლომსაძემ, პოეტთა ქალაქის მკვიდრებმა: მიხეილ ანანიაშვილმა, ბარბარე მელანაშვილმა, ლალი გუგუტიშვილმა. სპექტაკლი ცეკვითა და სიმღერით გაახალისეს ყვავილებმა: ნანა რომელაშვილმა, ნინო ფცქიალაძემ, ქრისტინა ბეგაშვილმა, ქეთევან კოპაძემ, ანა კარელიძემ, თამარ კაიშაურმა.

    მადლობა ყველა მშობელს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენის ჩატარებას და ყველა მონაწილეს გულითადი მუშაობისათვის

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

 


 

   მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევით 26 მაისს ლიტერატურულ-თეატრალური სხვენი კახეთს ესტუმრა. გვიმასპინძლა თელავის წმინდა მოწამეთა ბიძინა, შალვა და ელიზბარის სახელობის სკოლამ. გიმნაზიის მოძღვარმა მამა იოანემ (ცხვირაშვილი), დირექტორის მოადგილემ თინათინ გვერდწითელმა,  მასწავლებელმა მარინა გოგიაშვილმა და ჩვენ, თოთხმეტმა ბავშვმა  დაუვიწყარი ორი დღე გავატარეთ. მოვილოცეთ ძველი და ახალი შუამთა, ვემთხვიეთ ხახულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს. მფარველობა შევთხოვეთ სრულიად საქართველოსი. აქ მოღვაწე დედების ნებართვით ვიგალობეთ და საოცრად ბედნიერნი ალავერდისკენ გავეშურეთ. ალავერდი ძალიან დიდი ყოფილა. ბევრი ჩვენგანი აქ ნამყოფი არ იყო, ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მოვილოცეთ ტაძარი, გავეცანით მონასტერში ღვინის წარმოების ტექნოლოგიას, ვნახეთ საფუტკრე და დამხმარე მეურნეობები. აქაც და საერთოდ, მთელი მოგზაურობის განმავლობაში,  ვგრძნობდით ალავერდელი მიტროპოლიტის, მეუფე დავითის მზრუნველობას, აქაურების უზარმაზარ ყურადღებას და სითბოს.

    მოვინახულეთ იყალთო, მოვილოცეთ ტაძრები და დავათვალიერეთ აკადემიის ნაშთები. ნეტავი აღდგებოდეს ეს სასწავლებელიც, ისევე, როგორც ჩვენი გიმნაზია.

თელავში მასწავლებლები და მოსწავლეები დაგვხვდნენ. ზოგ მათგანს  ვიცნობდით კიდეც, საშობაო ფესტივალ ,,გენეთლიაზე" მათ შესანიშნავი წარმოდგენა გვიჩვენეს. მასპინძელი სკოლის დირექტორის მოადგილემ ქალბატონმა თეამ, ჩვენი დიდი თხოვნა შეასრულა და ვიდრე ოჯახებში გავნაწილდებოდით, ფეხბურთის მოედანზე წაგვიყვანა. შემდეგ სახლში მიგვიპატიჟა სტუმარ-მასპინძელი და ნამდვილი კახური სტუმართმოყვარეობით გვიმასპინძლა. ბევრი ვიმღერეთ, ვიგალობეთ, შემდეგ მასპინძელ ოჯახებში გადავინაცვლეთ. გავიცანით ძალიან საინტერესო ადამიანები, დაგვათვალიერებინეს ღამის თელავი, გულში ჩაგვიკრეს და თავი საკუთრ ოჯახში გვაგრძნობინეს.

27 მაისს სკოლას ვეწვიეთ. ქალბატონი თეას ნებართვით დავესწარით გაკვეთილებს. შევხვდით მასწავლებლებს და მოსწავლეებს.

დაგვლოცა სკოლის მოძღვარმა მამა გიორგიმ.

    გავმართეთ წარმოდგენა, რომელიც წრის მეცადინეობებზე მოვამზადეთ.

    შემდეგ ისევ ტრაპეზზე მიგვიწვიეს. საღამომდე მასპინძელ ბავშვებთან ერთად ვითამაშეთ.

სახლში დაბრუნების წინ  მოვინახულეთ ერეკლე მეფის სასახლე და ალექსანდრე ჭავჭავაძის მამული. გაგვიმართლა, ამ დროს აქ ჰოლანდიელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა იყო და ძალიან ვისიამოვნეთ. ვითამაშეთ, ვირბინეთ და დაღლილები გვიან ღამით დავბრუნდით გორში.

გვინდა მადლობა გადავუხადოთ მეუფე დავითს, ქალბათონ თეას, ყველა ბავშვსა და ოჯახს, ვინც გვიმასპინძლა. სიტყვებით ძნელია გადმოვცეთ ის, რასაც ვგრძნობთ. სიამოვნებით დავრჩებოდით თქვენთან კიდევ დიდხანს, ძალიან შეგვაყვარეთ თავი.

    მადლობას ვუხდით ჩვენს დირექტორს, მეუფე ანდრიას, რომელიც გვაძლევს ასეთი მოგზაურობების საშუალებას, მადლობა მამა იოანეს, მის მზრუნველობას გამუდმებით ვგრძნობდით.

    დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის.

 

1 5 10 2 3 4 6 7 8 9


 

 

აღდგომის დღესასწაულს ყველა მოუთმენლად ველით.  წრე ყოველწლიურად, განსაკუთრებით ემზადება ამ დღისთვის. წელსაც ასეა, გვინდა ჩვენი წარმოდგენით, გიმნაზიას და სრულიად საქართველოს მივულოცოთ ეს ბრწყინვალე დღესასწაული.

 

ქრისტე აღსდგა!!!

 

P1190631 P1190606 P1190612 P1190617 P1190630 P1190637 P1190643

 

ჭ ე შ მ ა რ ი ტ ა დ    ა ღ ს დ გ ა !


 

ლიტერატურულ-თეატრალურ წრეზე ჩვენმა ჯგუფმა წელს დაიწყო მეცადინეობა. დავდგით საშობაო ზღაპარი. ახალი წლიდან კი იაკობ გოგებაშვილის მოთხრობაზე "იავნანამ რა ჰქმნა?!"  დავიწყეთ მუშაობა. ტექსტების სწავლა ცოტა გაგვიძნელდა. უმცროსი ასაკის ჯგუფში, ხომ პირველკლასელებიც არიან, მაგრამ საბოლოოდ წარმატებით შევისწავლეთ და 13 აპრილს სცენაზეც წარმოვადგინეთ ეს შესანიშნავი ნაწარმოები. ძალიან სახალისო იყო, ჩვენთვის კარგად ნაცნობი მოსწავლეების განსხვავებულ ფორმებში და როლებში ნახვა. ეს წარმოდგენა ქართული ენის დღეს მივუძღვენით.

 

P1190409 P1190403 P1190404 P1190405 P1190408 P1190412 P1190416 P1190423 P1190428 P1190435 P1190454 P2190446

 


 

ჩვენი გიმნაზია, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელს ატარებს. წრის წევრებმა შევისწავლეთ დიდი მოღვაწის ცხოვრება და შეძლებისდაგვარად წარმოვადგინეთ სცენაზე. ღირსი მამის როლი გიორგი კაპანაძემ შესრულა. მისი ბიოგრაფის, გიორგი მცირეს როლი - სანდრო ხადურმა. წარმოდგენაში დაკავებულნი იყვნენ სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები.

 

26 27 30 32 33 34 41 42 P1130072 P1130079 P1130083 P1130087

საკონტაქტო მონაცემები

საქართველო, შიდაქართლი, გორი, სამეფო ქ. 5

  • dummy+995 (0370) 27 0432

  • dummy gori.gimnazia@gmail.com

სიახლეების გამოწერა

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები და იყავი მუდამ საქმის კურსში

Search