სიმღერისა და გალობის გუნდი

სიმღერისა და გალობის გუნდი

სტატიის სარჩევი

 

26 აპრილს, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტ ანდრიას (გვაზავა) კურთხევითა და გიმნაზიის დირექტორის მღვდელ ბორისის (ნიჩიპეროვიჩი) ხელმძღვანელობით, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის სიმღერისა და გალობის გუნდის წევრები (ხელმძ. ლელა მერაბიშვილი) გაემგზავრნენ რუსეთის ფედერაციის დედაქალაქ მოსკოვში, ბავშვთა და მოზარდთა გუნდების V ფესტივალზე „უგალობდეთ ღმერთსა ჩვენსა უგალობდეთ“ მონაწილეობისათვის. ფესტივალის ორგანიზატორი არის წმ. ტიხონის მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტის საეკლესიო გალობის ფაკულტეტი. წელს პირველად ფესტივალმა მიიღო საერთაშორისო სტატუსი.

28 აპრილს შედგა საზღვარგარეთის კოლექტივების მოსმენა. სავალდებულო პროგრამის შესრულების შემდეგ, რომელშიც შედიოდა როგორც საგალობლები, ასევე ქართული ფოლკლორის ნიმუშები, გიმანაზიის გუნდმა მოიპოვა უფლება ფესტივალის საზეიმო დახურვაზე შეესრულებინა ორი ქართული ხალხური სიმღერა.

ბავშვთა და მოზარდთა გუნდების V ფესტივალის დახურვის საღამო  პ. ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატრიის დიდ დარბაზში ჩატარდა. გიმნაზიის გუნდის გამოსვლამ მსმენელის დიდი მოწონება დაისახურა. ფესტივალის ჟიურიმ გორის გიმნაზიის გუნდი „ფესტივალის მშვენება“ უწოდა და დააჯილდოვა ფესტივალის ლაურეატის დიპლომითა და საჩუქრებით.

გიმნაზიის მოსწავლეებმა მოილოცეს მოსკოვის ცენტრალური ტაძრები და მონასტრები: წმ.დანიელის მონასტერი, დონის მონასტერი, ღვთისმშობლის შობის დედათა მონასტერი, ვლადიმერის ღვთისმშობლის ხატთან მიახლების („სტრეტენსკი“) მონასტერი, ნოვოდევიჩის მონასტერი, ღვთისმშობლის საფარველის („პოკროვსკი“) დედათა მონასტერი, წმ. ანას მიერ ღვთისმშობლის მუცლადღების („ზაჩატიევსკი“) მონასტერი, კრემლის ტაძრები. ასევე მოილოცეს წმ. სერგის სამების ლავრა.

კალუგის ეპარქიაში გიმნაზიის გუნდის წევრები სტუმრობდნენ ბოროვსკის წმ. პაფუნტის მამათა მონასტერს და  წმ. ნიკოლოზის დედათა მონასტერს. მონასტრის წინამძღვრის დედა ნიკოლაიას კურთხევით სტუმრებს დაათვალიერებინეს მონასტრის ტაძრები და შემოგარენი, მონასტერთან არსებული ბავშვთა თავშესაფარი ,,ოტრადა“. გიმნაზიის გუნდმა  ,,ოტრადას“ აღსაზრდელებთან ერთად ქალაქ  მალოიაროსლავეცში საქველმოქმედო პროგრამის ფარგლებში კონცერტი გამართა. ამ გამოსვლისთვის საქართველოს წარმომადგენლებმა მალოიაროსლავეცის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციისგან სამადლობელი წერილი მიიღეს.

2 მაისს გიმნაზიის მოსწავლეები და მასწავლებლები შთაბეჭდილებებით აღსავსენი დაუბრუნდნენ მშობლიურ ქვეყანასა და სასწავლებელს.

 

ფოტოკოლაჟი I ნაწილი

 

{flv}262728|720|576|0|1{/flv}

 

ფოტოკოლაჟი II ნაწილი

 

{flv}2930|720|576|0|1{/flv}

 

ფოტოკოლაჟი III ნაწილი

 

{flv}0102|720|576|0|1{/flv}

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

  • dummy+995 (0370) 27 0432

  • dummy gori.gimnazia@gmail.com

  • ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია

  • ს.კ 218082848

  • ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

  • ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

ძიება