„გენეთლია" 2019

საშობაო ფესტივალი გენეთლია 2019

სპორტული ასპარეზობა

ასპარეზობის სისტემა

ასპარეზობის დაწყების წინ თამაშებში მონაწილე გუნდის წარმომადგენელი ჟიურის წარუდგენს განაცხადს (თან უნდა ერთვოდეს მონაწილეთა დაბადების მოწმობები).

Ø  გუნდი შერეული შემადგენლობისაა - გოგონები და ვაჟები ერთად;

Ø  მონაწილენი არიან 2005, 2006 და 2007 წლებში დაბადებული 2-2 მოსწავლე;

Ø  გუნდის შემადგენლობაში შედის 3 გოგონა და 3 ვაჟი;

Ø  გუნდს უნდა ერქვას სახელი;

Ø  გუნდს უნდა ჰყავდეს კაპიტანი და პასუხისმგებელი პირი;

Ø  გუნდები ასპარეზობენ ჩემპიონატის სისტემით (თამაშებში დაგროვებული ქულების ჯამური მაჩვენებელი).

თამაშები

თითოეული შეხვედრა შედგება 3 თამაშისაგან:

Ø  ბაგირის გადაძალვა;

Ø  „სლალომი“ (წინაღობის შემოვლა ბურთით);

Ø  ესტაფეტა.

ასპარეზობის მსვლელობა და ხანგრძლივობა

Ø  ასპარეზობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს თითოეულ შეხვედრაში მონაწილე გუნდებისა (ორი) და თამაშების რაოდენობა.

Ø  გამარჯვებული გუნდი ვლინდება თამაშებში დაგროვილი ქულების ჯამური მაჩვენებლის მიხედვით.

შეფასების ზოგადი სისტემა

შეფასება

Ø  თითოეული თამაშის შემდეგ გუნდი იღებს შეფასებას ჟიურის მიერ დათვლილი ჯამური ქულებით;

Ø  საყაიმო შედეგის შემთხვევაში ასპარეზობის ორგანიზატორი ნიშნავს დამატებით კონკურსს.

საჯარიმო სანქციები

ასპარეზობის დროს გუნდს თამაშის თითოეული სახეობის შესრულების ხარისხის მიხედვით დააკლდება საჯარიმო ქულები:

_ თამაშის დროს არასწორად შესრულებული მოქმედება  ---------------------------------- 1-დან-10-ქულამდე;

_ ადრეული სტარტისათვის  --------------------------------------------------------------------------------------  1-5 ქულამდე;

_ წინაღობის წაქცევისათვის ------------------------------------------------------------------------------------------------  1 ქულა;

_ წინაღობის არგადალახვა --------------------------------------------------------------------------------------------------  1 ქულა;

_ წინააღმდეგობის წაქცევისათვის  -------------------------------------------------------------------------------------- 1 ქულა;

_ არასწორად შესრულებული ილეთისათვის ------------------------------------------------------ 1-დან 5-მდე ქულა;

_ მანძილის შემცირებისათვის  ------------------------------------------------------------------------------------ 2-5 ქულამდე;

_ კონკურსის თანმიმდევრობის დარღვევისათვის   ------------------------------------------------------ 2-5 ქულამდე;

_ გუნდის წევრთა თანმიმდევრობის დარღვევისათვის   --------------------------------------------- 1-5 ქულამდე;

_ გუნდის წევრთა რაოდენობის ხელოვნურად შემცირებისათვის ------------------------------1-10 ქულამდე;

_ კონკურსის არ დასრულებისთვის (ტრავმის გარდა) ---------------------------------------- შედეგი ნულდება;

_ მოწინააღმდეგის განზრახ დაშავება  ------------------------------------------------------------------------ 2-5 ქულამდე;

_ მსაჯთან ან ჟიურის წევრებთან შელაპარაკება  -------------------------------- გუნდის თამაშიდან მოხსნა;

_ მონაწილეთა რაოდენობის ან ასაკობრივი ნორმატივების დარღვევა  _ გუნდის თამაშიდან მოხსნა;

საჯარიმო ქულების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ჟიური.

 

გასაჩივრება

_ ცალკეული სპორტული თამაშის შედეგის ან მთლიანად ასპარეზობის შედეგის, მოწინააღმდეგე გუნდის შემადგენლობაში დარღვევების ან არასპორტული საქციელის გასაჩივრება ხდება მხოლოდ გუნდის წარმომადგენლის მიერ ასპარეზობის ჟიურის წევრებთან უშუალოდ თამაშის დამთავრებისთანავე.

_ კატეგორიულად იკრძალება სხვა პირების (გუნდის სხვა წევრების, მშობლების, გულშემატკივრების და ..) მონაწილეობა გასაჩივრების პროცესში. წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდი მოიხსნება შეჯიბრებიდან.

_ საჩივარი ან პრეტენზია განიხილება წარდგენისთანავე, მსაჯების თანდასწრებით. საბოლოო გადაწყვეტილებას ღებს ასპარეზობის ჟიური.

_ განხილვაში შესაძლოა მონაწილეობა მიიღონ: ასპარეზობის ორგანიზატორებმა, ჟიურის წევრებმა, მომჩივანმა და მოპასუხე მხარემ.

_ იმ შემთხვევაში თუ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება ცვლის შეხვედრის საბოლოო შედეგს, ინიშნება იმ კონკრეტული თამაშის გადათამაშება, რომლის დროსაც მოხდა დარღვევა. გადათამაშების დროს საკმარისია კონკრეტულ თამაშში მონაწილე გუნდების წევრების მონაწილეობა.

 

ასპარეზობის პრიზები

Ø  სახეობების მიხედვით პირველ სამ ადგილზე გასული გუნდების წევრები დაჯილდოვდებიან მედლებით;

Ø  გამარჯვებულ გუნდებს გადაეცემა სიგელები.

ასპარეზობის თამაშების აღწერა

I თამაში - ბაგირის გადაძალვა

ამ თამაშში ჯერ ეჯიბრებიან მხოლოდ ვაჟები, შემდეგ - მხოლოდ გოგონები და ბოლოს - გუნდები სრული შემადგენლობით.

შეჯიბრის მიმდინარეობა და წესები

o    მსაჯის ნიშანზე გუნდები დგებიან მოედნის ცენტრალური წრის გარეთ აქეთ-იქით (მსაჯი შუაში) და იღებენ ბაგირს ისე, რომ ბაგირზე არსებული ფერადი ნიშნული შეჯიბრის დაწყებამდე მოედნის ცენტრში იყოს;

o    მსაჯის სასტვენის ხმაზე გუნდები ცდილობენ თოკის თავისკენ გადაქაჩვას;

o    თითოეული პაექრობის დრო 30 წმ.

ქულების განაწილება

Ø  თუ შეჯიბრის დროს ერთმა გუნდმა ბაგირის ფერადი ნიშნული წრის გარეთ გაიტანა, იგი ითვლება გამარჯვებულად და იღებს 5 ქულას;

Ø  თუ 30 წამის ამოწურვის მომენტში თოკის ფერადი ნიშნული წრის შიგნით, რომელიმე გუნდის ნახევარზე დარჩა, ამ გუნდს ეძლევა 3 ქულა.

II თამაში - „სლალომი“ (წინააღმდეგობის შემოვლა ბურთით)

ამ თამაშში მონაწილეობს გუნდი სრული შემადგენლობით შემდეგი მიმდევრობით:

o    გოგონა მოძრაობს და ხელით ატარებს კალათბურთის ბურთს, თან შემოუვლის წინაღობებს;

o    ვაჟი მოძრაობს და ფეხით ატარებს ფეხბურთის ბურთს, თან შემოუვლის წინაღობებს;

o    გოგონა მოძრაობს და ხელით ატარებს კალათბურთის ბურთს, თან შემოუვლის წინაღობებს;

o    ვაჟი მოძრაობს და ფეხით ატარებს ფეხბურთის ბურთს, თან შემოუვლის წინაღობებს;

o    გოგონა და ვაჟი მოძრაობენ ერთად და მიარბენინებენ დიდ ბურთს, რომელიც უჭირავთ ჩაკიდებული ხელებითა და თავით ერთმანეთს შორის, თან შემოუვლიან წინაღობებს.

ქულების განაწილება

Ø  ძირითადი ქულები: გამარჯვებულ გუნდს - 10 ქულა, დამარცხებულ გუნდს - 5 ქულა;

Ø  საჯარიმო ქულები აკლდება ძირითად ქულებს: წინაღობის არშემოვლისთვის ან მისი წაქცევისათვის; ერთი წინაღობა - 1 ქულა.

III თამაში - ესტაფეტა

ამ თამაშში მონაწილეობს გუნდი სრული შემადგენლობით.

მსაჯის ნიშანზე სტარტს იღებს პირველი მონაწილე:

o    ხტომით  გადალახავენ წინაღობას;

o    გაძვრებიან წინაღობის ქვეშ;

o    გაივლიან საბურავების დაბრკოლებას;

o    შუალედურ ფინიშთან ბურთს ესვრიან კეგლს ან სტენდის სამიზნეებში;

o    გარბიან ფინიშისაკენ.

ყოველი შემდეგი მონაწილე ერთვება თამაშში წინა მონაწილის მიერ სტარტის ხაზის გადაკვეთის შემდეგ.

ქულების განაწილება

Ø  ძირითადი ქულები: გამარჯვებულ გუნდს - 10 ქულა, დამარცხებულ გუნდს - 5 ქულა;

Ø  დამატებითი ქულები ემატება ძირითად ქულებს შუალედურ ფინიშთან წაქცეული კეგლისათვის / ჩაგდებული ბურთისათვის: 1 კეგლი - 1 ქულა / 1 ბურთი - 1 ქულა;

Ø  საჯარიმო ქულები აკლდება ძირითად ქულებს წინაღგობის წაქცევისათვის ან საბურავის გამოტოვებისათვის: 1 წაქცეული წინაღობა - 1 ქულა, 1 გამოტოვებული საბურავი - 1 ქულა.

ასპარეზობაში მონაწილე გუნდების წევრებს მოეთხოვებათ შეჯიბრის დროს ეცვათ სპორტული ფორმა და სპორტული ფეხსაცმელი. 

გისურვებთ წარმატებას!

საკონტაქტო მონაცემები

საქართველო, შიდაქართლი, გორი, სამეფო ქ. 5

  • dummy+995 (0370) 27 0432

  • dummy gori.gimnazia@gmail.com

სიახლეების გამოწერა

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები და იყავი მუდამ საქმის კურსში

Search