ღონისძიებები

გიმნაზიაში დაგეგმილი და ჩატარებული ღონისძიებები

 11-15 აპრილი, 2011 წელი

11-15 აპრილი 
კალიგრაფიის კონკურსზე შერჩეული საუკეთესო ნამუშევრების გამოფენა

11 აპრილი, 12:15
,,ანბანთქება“- წმ. მეფე დავითის სახელობის პირველი კლასი
წმ. მოწამეთა დავითისა და კონსტანტინეს სახელობის პირველი კლასი 
მასწავლებელი თეა გოგიჩაიშვილი
13:00
,,ჩვენი ენა ქართული“ - წმ. მღვდელმოწამე კირიონ მე-2-ის სახელობის მეორე კლასი
ღირსი ექვთიმე ათონელის სახელობის მესამე კლასი
წმ. მოციქულთა პეტრესი და პავლეს  სახელობის მეოთხე კლასი
მასწავლებელი ნანა ცეცხლაძე

12 აპრილი, 13:00
,,რა ენა გვქონია. . .“ - დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა მონაწილეობით
მასწავლებელი მანანა კაკაურიძე, თინათინ ალავიძე

13 აპრილი, 12:10
,,იავნანამ რა ჰქმნა?!`- ლიტერატურულ-თეატრალური წრის წარმოდგენა 
მასწავლებელი მარინე გოგიაშვილი

14 აპრილი, 13:00
მოსწავლეთა კონფერენცია 
მონაწილენი:   ხაშურის წმ. ექვთიმე ათონელის სახელობის ლიცეუმის მოსწავლეები
ქარელის წმ.გიორგი მთაწმინდელის სახ. გიმნაზიის მოსწავლეები
ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის მოსწავლეები;
14:00
აკაკი წერეთლის ,, ინგლისელი ქალის~ მიხედვით ეპიზოდის ინსცენირება;

15 აპრილი, 14:30
ფილმის ჩვენება - ..საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“,  რეჟისორი რევაზ თაბუკაშვილი

  

11-15 აპრილს გიმნაზიაში ჩატარდა ქართული ენისადმი მიძღვნილი კვირეული.  კვირეულის მიზანია მოსწავლეებში გაღრმავდეს მშობლიური ენის სიყვარული, ადრეულ ასაკში გაიაზრონ ქართული ენის მნიშვნელობა, გაითავისონ რაოდენ აუცილებელია ამ ღვთივბოძებული განძის სიწმინდის დაცვა, თითოეულმა მოწაფემ იგრძნოს ის პასუხისმგებლობა, რომელიც აკისრია ენის, მამულისა და სარწმუნოების წინაშე. კვირეულში გიმნაზიის ყველა კლასის მოსწავლე მონაწილეობდა.

კალიგრაფიული კონკურსი ორ ტურად ჩატარდა. შეირჩა და გამოიფინა საუკეთესოდ  შესრულებული ხელნაწერები ასომთავრული, ნუსხური და მხედრული დამწერლობით.

კვირეული 11 აპრილს გიმნაზიის პირველი კლასების მოსწავლეთა გამოსვლით გაიხსნა - წარმოადგინეს მონტაჟი  სახელწოდებით ,,ანბანთქება“ (მასწავლებელი თეა გოგიჩაიშვილი). ამავე დღეს მეორე, მესამე და მეოთხე კლასელთა მონაწილეობით გაიმართა კომპოზიცია ,,ჩვენი ენა ქართული“ (მასწავლებელი ნანა ცეცხლაძე).

 

12 აპრილს გიმნაზიის მესამე, მეოთხე და მეხუთე კლასების მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და ცნობილ ადამიანთა გამონათქვამები ქართული ენის სადიდებლად. (მასწავლებლები: მანანა კაკაურიძე,თინათინ ალავიძე). შესრულდა ქართული ხალხური და საგუნდო სიმღერები,  ცეკვები (მასწავლებლები: . გამოსვლას უწოდეს ,,რა ენა გვქონია...“

 

13 აპრილს ლიტერატურულ-თეატრალური „სხვენის“ უმცროსი ასაკის ჯგუფის წევრებმა, წარმოადგინეს ი. გოგებაშვილის  „იავნანამ რა ჰქმნა?!“.

 

14 აპრილი მოსწავლეთა სასწავლო კონფერენციას დაეთმო. მონაწილეთა შორის გიმნაზიის მეექვსე, მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეებთან ერთად იყვნენ  ხაშურის წმ. ექვთიმე ათონელის სახელობის სასულიერო ლიცეუმის, ქარელის წმ.გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიისა და გორის #8 საჯარო სკოლის მეცხრე,მეათე და მეთერთმეტე კლასების მოსწავლეები. მოხსენებებში ისაუბრეს ქართული   ენის წარმოშობისა და განვითარების საკითხებზე, ქართულ ანბანზე, დამწერლობაზე, ენის სიწმინდის დაცვასა და მასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. კონფერენციის ბოლოს გაკეთდა დასკვნკვა თითოეული ქართველის ვალია გაუფრთხილდეს და დაიცვას მშობლიური ენის სიწმინდე. კონფერენციას ესწრებოდნენ გიმნაზიის საბაზო საფეხურის მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები და მოწვეული სტუმრები.

გიმნაზიის ლიტერატურულ-თეატრალური დასის წევრები კონფერენციის მონაწილეებისა და სტუმრების წინაშე, აკაკი წერეთლის  ინგლისელი ქალის“

ინსცენირებით წარდგნენ.

 

კვირეული 15 აპრილს დასრულდა. ამ დღეს გიმნაზიის საკონფერენციო დარბაზში მოეწყო რევაზ თაბუკაშვილის ფილმის ,,საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესის“ ჩვენება.

 

წმინდა მეფე დავით აღმაშენებლისა და წმინდა მოწამეთა დავითისა და კონსტანტინეს სახელობის პირველი კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ქართული ენის მასწავლებლის, თეა გოგიჩაიშვილის მიერ ორგანიზებულ გრძელვადიან ღონისძიებაში ,,მე მიყვარს კითხვა”.  მოსწავლეები კითხულობდნენ მასწავლებლის მიერ შერჩეულ ლიტერატურულ ნაწარმოებებს, უყვებოდნენ ერთმანეთს, გამოთქვამდნენ აზრს წაკითხულის შესახებ. ამგვარმა მუშაობამ ხელი შეუწყო კითხვისა და ზეპირმეტყველების უნარის გაუმჯობესებას, წიგნისადმი ინტერესის გაჩენას, ლექსიკური მარაგის გამდიდრებას. 
მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლების მიზნით, მასწავლებელი ,,ღიმილაკებით” აფასებდა ღონისძიებაში მონაწილეებს. აქტიურმა მოსწავლეებმა დაიმსახურეს გულსაბნევები წარწერით ,,მე მიყვარს კითხვა”, სასწავლო წლის დასასრულს კი მათ სიგელებიც გადაეცათ.
      ღონისძიება მომავალ წელსაც გაგრძელდება.

 

29 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი დეკადის დამასრულებელ დღეს ღირსი იოანე ათონელის სახელობის IV კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი მანანა სირბილაძე) სილუეტების თეატრში გიმნაზიის დაწყებითი კლასების მოსწავლეები მიიწვიეს.  გოგებაშვილის მოთხრობების კარგად ნაცნობი გმირები მაყურებელთა წინაშე სრულიად განსხვავებული სახით წარდგნენ. მეოთხეკლასელებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ თეა გოგიჩაიშვილთან ერთად დამზადებული სილუეტების თეატრის ფიგურებით დაუვიწყარი სპექტაკლი გამართეს და გმირები თავად გაახმოვანეს. უჩვეულო სანახაობამ გიმნაზიელების დიდი მოწონება დაიმსახურა.

 

22 ოქტომბერს ღირსი გიორგი ათონელის სახელობის II  კლასის მოსწავლეებმა, იაკობ გოგებაშვილის დეკადის ფარგლებში, გიმნაზიის სცენაზე იაკობის მოთხრობების პერსონაჟები გააცოცხლეს (მასწავლებელი ნანა ცეცხლაძე, კლასის ხელმძღვანელი ია ჯალალი). მეორეკლასელების მიერ დიდი მონდომებითა და ხალისით შესრულებულმა სცენებმა სიხარული მიანიჭა წარმოდგენის დამსწრე გიმნაზიელებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს.

 

იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი დეკადის ფარგლებში ღირსი იოანე ათონელის სახელობის IV კლასის მოსწავლეეებმა,  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ თეა გოგიჩაიშვილის დახმარებით,  მოამზადეს და გამოფინეს კედლის გაზეთები. მოსწავლეებმა ჯგუფებში ერთობლივად იმუშავეს  და გაზეთებში თემატურად  განათავსეს შემდეგი მასალა:  იაკობის ბიოგრაფია,  დედაენა და  იაკობის სახელმძღვანელოები, იაკობის ნაწარმოებები.

მეოთხეკლასელებმა ერთი გაკვეთილი დაუთმეს ხელისგულისოდენა წიგნების შექმნას -  დედაენის ფურცლები და იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები საკუთარი ხელით გადაწერეს, თავადვე აკინძეს და დამთვალიერებლებისთვის საინტერესო გამოფენა მოაწყეს.

21 ოქტომბერს კი  ღირსი იოანე ათონელის სახელობის კლასის მოსწავლეეები მსმენელის წინაშე წარდგნენ მოხსენებებით თემაზე „იაკობ გოგებაშვილის  ,,დედაენა“ - კულტურული  მემკვიდრეობა“.

 

ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია

2014 წლის 21-29 ოქტომბერი

იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი დეკადა

„წარსულის შვილი, აწმყოს აღმზრდელი და მომავლის გადია“

დეკადის ფარგლებში ჩასატარებელი საქმიანობები

  • წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის I კლასი - ღია გაკვეთილი  „ანბანს შესახვედრად“ - მასწავლებელი თამარ ჭუმბურიძე;
  • წმ. მთავარანგელოზთა დასის სახელობის I კლასი - ღია გაკვეთილი  ,,ანბანი მობრძანდებაო...“ - მასწავლებელი თეა გოგიჩაიშვილი, კლასის ხელმძღვანელი ცირა ზაბილონი;
  • წმ. მოწამეთა დავითისა და კონსტანტინეს სახელობის V  კლასი -  ღია გაკვეთილი  - იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის „იავნანამ რა ჰქმნა?!“ - მასწავლებელი მანანა კაკაურიძე, კლასის ხელმძღვანელი გიული ბუთხუზი;
  • კალიგრაფიის კონკურსი  II, III და  IV კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით - მასწავლებლები ნონა გამსახურდაშვილი და ნანა ცეცხლაძე;
  • ღირსი გიორგი ათონელის სახელობის II კლასი - იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების ინსცენირება -  მასწავლებელი ნანა ცეცხლაძე, კლასის ხელმძღვანელი ია ჯალალი;
  • წმ. მღვდელმოწამე თეოდორე კველთელის სახელობის II  კლასი - მხატვრული კითხვის დღე ,,ვკითხულობ გოგებაშვილს“ - მასწავლებელი ცისია ვანიშვილი;
  • ღირსი იოანე ათონელის სახელობის IV  კლასი - კონფერენცია თემაზე „იაკობ გოგებაშვილის  ,,დედაენა“ - კულტურული  მემკვიდრეობა“ - მასწავლებელი თეა გოგიჩაიშვილი;
  • II, III და IV კლასების მოსწავლეთა მიერ  კედლის გაზეთების გამოცემა, ხელისგულისოდენა წიგნებისა და ილუსტრირებული ალბომების შექმნა და გამოფენა - მასწავლებლები: ცისია ვანიშვილი,  მაია მაისურაძე, თეა გოგიჩაიშვილი;
  • ღირსი იოანე ათონელის სახელობის IV  კლასი - სილუეტების თეატრი  იაკობი გოგებაშვილის   მოთხრობების სიუჟეტების მიხედვით - მასწავლებელი თეა გოგიჩაიშვილი, კლასის ხელმძღვანელი მანანა სირბილაძე.

 

COURSES FOR FREE, REGISTER NOW

Creative in research and teaching.

საკონტაქტო მონაცემები

საქართველო, შიდაქართლი, გორი, სამეფო ქ. 5

  • dummy+995 (0370) 27 0432

  • dummy gori.gimnazia@gmail.com

სიახლეების გამოწერა

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები და იყავი მუდამ საქმის კურსში

Search