სიახლეები

გიმნაზიის ყოველდღიურობა, სიახლეები და ინფორმაციები

ძიება

გიმნაზიელების სპორტული წარმატება

გიმნაზიის მოსწავლეები, ტრადიციულად, აქტიურად არიან ჩაბმული სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში. 2018-2019 სასწავლო წელს გიმნაზიელთა გუნდები მონაწილეობდნენ ფეხბურთის,

ხელბურთის, კალათბურთის, მაგიდის ჩოგბურთის, გეზრბენის ტურნირებში. წელს მონდომებით იასპარეზა მაგიდის ჩოგბურთის გუნდმა ლუკა ქებაძის, ილია ზაუტაშვილის, ალექსანდრე ტლაშაძისა და საბა კაპანაძის შემადგენლობით (მასწავლებელი მარინე კახიაშვილი). ვაჟთა გუნდმა საქალაქო პირველობაზე გამარჯვების შემდეგ რეგიონული პირველი ადგილიც მოიპოვა. წინ ეროვნული ასპარეზობაა. წარმატებას ვუსურვებთ გიმნაზიელებს!

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

  • dummy+995 (0370) 27 0432

  • dummy gori.gimnazia@gmail.com

  • ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია

  • ს.კ 218082848

  • ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

  • ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

ძიება