სიახლეები

გიმნაზიის ყოველდღიურობა, სიახლეები და ინფორმაციები

ძიება

ნახატები ბილიურ თემებზე

საქართველოს საპატრიაქოს ახალგაზრდული ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონკურსი „ნახატები ბილიურ თემებზე“ თითქმის ერთი წლის მანძილზე გრძელდებოდა. გიმნაზიის

წმ. გიორგის სახელობის მე-3 კლასის მოსწავლე ლიზი გოჩაშვილი და მე-11 კლასის მოსწავლე ანა მაზმიშვილი 2018 წლიდან ჩაერთვნენ კონკურსში. დამწყებმა მხატვრებმა წარმატებით გაიარეს კონკურსის სამივე ეტაპი: შეასრულეს საშინაო დავალება - ძველი და ახალი აღთქმიდან შეთავაზებულ თემებზე შექმნეს 7-7 ნახატი. მეორე ეტაპზე საპატრიაქოს ახალგაზრდული ცენტრში გაიმართა ხატვის დღე და კონკურსანტებმა ადგილზე შეასრულეს თითო ნახატი ბიბლიურ თემაზე. ცენტრში შესრულებული ნამუშევრების შეფასების შემდეგ გიმნაზიელებმა კონკურსის მესამე ეტაპზე მონაწილეობის უფლება მოიპოვეს და შეთავაზებულ ბიბლიურ თემებზე შექმნეს ნახატები. სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა საუკეთესო ნახატები და 100 საუკეთსო ნამუშევარში ლიზისა და ანას ნახატები მოხვდნენ. 24 იანვარს საპატრიაქოს ახალგაზრდული ცენტრში მოეწყო კონკურსის გამარჯვებული ნამუშევრების გამოფენა, რომელსაც მოსწავლეებთან ერთად მათი მასწავლებელი, მარიამ სანადირაძე დაესწრო. დაჯილდოების ცერემონიალზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები სამ ასაკობრივ ჯგუფში. გამოფენის ყველა მონაწილეს სპეციალური სიგელები გადასცეს.

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

  • dummy+995 (0370) 27 0432

  • dummy gori.gimnazia@gmail.com

  • ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია

  • ს.კ 218082848

  • ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

  • ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

ძიება