სიახლეები

გიმნაზიის ყოველდღიურობა, სიახლეები და ინფორმაციები

ძიება

ევრო კლუბი გიმნაზიაში

2019 წლის ნოემბერში, პროექტის „საქართველო ევროპულ ოჯახში“ ფარგლებში, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის მოსწავლეებისთვის ევრო კლუბი გაიხსნა.

ევრო კლუბის მიზანია მოსწავლეებისათვის სკოლის შემდგომი დროის ეფექტიანად გამოყენება, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების შესახებ ცნობიერების ამაღლება, უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების განვითარება და ღირებულებების ჩამოყალიბება არაფორმალურ გარემოში, სადაც ბავშვები მოქმედებენ და სწავლობენ საკუთარი ინტერესების მიხედვით. გიმნაზიაში მოწყობილი ევროკლუბის სივრცე, ოფიციალურად 18-22 ნოემბერს მიმდინარე სტრატეგიული კომუნიკაციების კვირეულის "ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ" ფარგლებში გაიხსნა. პროექტი "საქართველო ევროპულ ოჯახში" დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის კარგი მმართველობის ფონდის (GGF) მიერ.

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

  • dummy+995 (0370) 27 0432

  • dummy gori.gimnazia@gmail.com

  • ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია

  • ს.კ 218082848

  • ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

  • ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

ძიება