სიახლეები

გიმნაზიის ყოველდღიურობა, სიახლეები და ინფორმაციები

ძიება

სტუმრობა გიმნაზიაში

 

2021 წლის 15 ოქტომბერს, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიას ესტუმრნენ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის

წინამძღვარი, პელას მთავარეპისკოპოსი ფილუმენი, წმინდა იოაკიმე და ანას მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი მელეტიოსი და საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ისრაელში, ბატონი ლაშა ჟვანია. გიმნაზიის რექტორმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ და გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა დეკანოზმა ბორისმა სტუმრებს გააცნეს სასწავლებლის ისტორია. სტუმრები შეხვდნენ გიმნაზიის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს. მოისმინეს გალობისა და სიმღერის გუნდის მიერ შესრულებული ქართული სიმღერები. მეთერთმეტეკლასელი სალომე დადიანიძე სტუმარს მის მშობლიურ, არაბულ ენაზე ესაუბრა. მთავარეპისკოპოსმა ფილუმენმა გიმნაზიის საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი დატოვა.

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

  • dummy+995 (0370) 27 0432

  • dummy gori.gimnazia@gmail.com

  • ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია

  • ს.კ 218082848

  • ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

  • ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

ძიება