2024 წლის 15 აპრილს, სკოლა-გიმნაზიაში მიმდინარე ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, ჩატარდა კონკურსი „ჩვენი ენა ქართული“.
2024 წლის 15 აპრილს, სკოლა-გიმნაზიაში მიმდინარე ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, ჩატარდა კონკურსი „ჩვენი ენა ქართული“.
გიმნაზიელების მონაწილეობა საქალაქო გლობალური ტურებში ლაზერულ სირბილში უკვე ტრადიციად იქცა. 2024 წლის 7 აპრილს, შიდა ქართლის თანამედროვე ხუთჭიდისა და ტრიატლონის ფედერაციამ გორში ჩაატარა შეჯიბრი სახელწოდებით „გორის გლობალური ტური ლაზერულ სირბილში“ - სირბილი და სროლა კომბინირებულად.
2024 წლის 11 აპრილს ხაშურში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში გიმნაზიის წმ. მოციქულ სვიმეონ კანანელის სახელობის მე-9 კლასის მოსწავლე თემურ თუთარაშვილმა( U17 /48 კგ) საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა (მწვრთნელი არჩილ ბარამიძე). ვულოცავთ თემურს და მის მწვრთნელს გამარჯვებას!
2 აპრილი, საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში, თანამედროვე ქართველ საბავშვო მწერალ თამარ გეგეშიძესთან ერთად აღვნიშნეთ.
2024 წლის 21 მარტს, გიმნაზიში, “Pearson Education”-ის საერთაშორისო გამომცელობის წარმომადგენელთა მონაწილეობით, გიმნაზიის ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
2024 წლის 6 მარტს, გიმნაზიას დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. შეხვედრა, რომელსაც გიმნაზიის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ესწრებოდნენ, მიზნად ისახავდა აკადემიის შესახებ ცნობადობის გაზრდას, ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებასა და ქართული ჯარის პოპულარიზაციას.
2024 წლის თებერვალში გიმნაზიის ღირსი გიორგი ათონელის სახელობის მე-11 კლასის მოსწავლეებმა ისტორიის მასწავლებლის, ქალბატონ ლიანა გელაშვილის ორგანიზებით, წმ. მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით წამოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია „ნუ ოდეს დამივიწყებთ, დავითს!“.
გიმნაზიაში არის ტრადიცია, ყოველ კლასს მიენიჭოს წმინდანთა სახელი, ასე იწოდებოდეს და მოიხსენიებოდეს სასწავლო პერიოდში. ტრადიციისამებრ, კლასისთვის იწერება მფარველ წმინდანთა ხატი, თორმეტი წლის განმავლობაში მფარველობს მოსწავლეებს, შემდეგ კურსდამთავრებულთა სახელებით დაივანებს გიმნაზიაში.20223-2024 სასწავლო წელს, გიმნაზიის რექტორის, გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას კურთხევით გიმნაზიის ორმოცმა პირველკლასელმა წმ. მოციქულთა სწორთა მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას სახელობისა და ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელის სახელობის კლასებში დაიწყეს სწავლა.
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, 2 თებერვალს, საქართველოში უკვე მეცხრე წელია, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება.
გორი, სამეფო ქ. #5
dummy+995 (0370) 27 0432
dummy gori.gimnazia@gmail.com
ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია
ს.კ 218082848
ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22
ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90