gototopgototop

საქართველოს საპატრიარქო,  გორისა და ატენის ეპარქია.

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია

 

 

 

 

 

2014-2015 სასწავლო წლის

 

სასწავლო გეგმა

 

 

 

 

 


გიმნაზიის სასწავლო გეგმის დანიშნულება:  

  1. ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის პრიორიტეტების გათვალისწინებით, გიმნაზიისთვის დააზუსტოს ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემული საათობრივი დატვირთვა;

b)  განსაზღვროს დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება;

g) დაგეგმოს საგიმნაზიო-საგანმანათლებლო ღონისძიებები.

 

გიმნაზიის სასწავლო გეგმის ნაწილები:

  • გიმნაზიის მისია;
  • ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების ჩამონათვალი და აღწერილობა;
  • ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების ჩამონათვალი და აღწერილობა;
  • გიმნაზიის საათობრივი ბადე;
  • სასწავლო მასალის ჩამონათვალი საფეხურებისა და საგნების შესაბამისად, მათ შორის გრიფმინიჭებული საგიმნაზიო სახელმძღვანელოების ნუსხა კლასების/დონეებისა და საგნების მიხედვით;
  • ესგ-ზე დაყრდნობით შემუშავებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის.
  • მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასების წესები (გაცდენილი შემაჯამებელი დავალებების აღდგენის ვადები და პირობები, საშემოდგომო გამოცდების ჩატარების პირობები, მინიმალური ბარიერი, რომელიც მოეთხოვება მოსწავლეს კლასიდან კლასში გადასასვლელად, მინიმალური ბარიერი, რომლის გადალახვაც მოეთხოვება მოსწავლეს იმისათვის, რომ საგანი დაძლეულად ჩაეთვალოს, გაცდენილი მასალის აღდგენის წესი,  სასწავლო წლის დამამთავრებელი გამოცდების განსაზღვრა, გიმნაზიის სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი სავალდებულო საგნების შეფასების პრინციპები;
  • სადამრიგებლო პროგრამა;
  • გაკვეთილების ცხრილი (დანართი).

 

 

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის მისია

 

 

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია არის საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ემსახურება ბავშვების ქრისტიანული ზნეობით აღზრდასა და მათთვის საფუძვლიანი განათლების მიცემას. აღსაზრდელებს გიმნაზია სთავაზობს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად აღჭურვილ უსაფრთხო სასაწავლო პირობებს, მაღალი კვალიფიკაციის მქონე პადაგოგიურ კოლექტივს, ყურადღებიან და მზრუნველ გარემოს, ჯანსაღი სულიერი და ფიზიკური განვითარების შესაძლებლობებს, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების ზიარებას, რაც მიიღწევა თანამშრომელთა პირადი მაგალითით, მოძღვართან ურთიერთობით, საგიმნაზიო სასწავლო პროგრამებით, თანამედროვე სასწავლო პროექტებით, შიდა საგიმნაზიო და გიმნაზიის  გარე ღონისძიებებით, მოსწავლის ოჯახთან თანამშრომლობით, მსგავსი მიზნების მქონე დაწესებულებებთან ურთიერთობით, რათა გიმნაზიის კურსდამთავრებულმა მიღებული ცოდნა და აღზრდა გამოიყენოს სამოქალაქო საზოგადოებაში, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, ოჯახში, პირად ცხოვრებაში, სამსახურში, საერთაშორისო ურთიერთობებში ქვეყნის ინტერესების საკეთილდღეოდ.

 


ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული და გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების

ჩამონათვალი და აღწერა

გიმნაზია თავის მოსწავლეებს სთავაზობს ეროვნული სასწავლო გეგმით  გათვალისწინებულ და გაუთვალისწინებელ დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას.

მოსწავლეთა დამატებითი მომსახურება იწყება სასწავლო წლის  დასაწყისიდან. სწავლების ფორმებია: სავალდებულო საგაკვეთილო და წრეობრივი მეცადინეობა. საგნებისა და წრეების მასწავლებლები  ინდივიდუალურად საზღვრავენ  სასწავლო კურსს, ადგენენ სასწავლო გეგმას. საგნობრივ  გეგმებს განიხილავენ და  ამტკიცებენ კათედრებზე. წრეების სასწავლო გეგმები წარედგინება დირექტორის მოადგილეს სასწავლო დარგში. მისი წარდგინებით გიმნაზიის სასწავლო გეგმას ამტკიცებს გიმნაზიის დირექტორი.

გიმნაზია მოსწავლეებს სთავაზობს ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებით სავალდებულო  საგნების: საღვთო სჯულისა და ძველი ქართული ენის სწავლებას.

დამატებით სავალდებულო საგნებზე  დასწრება სავალდებულოა კონკრეტული კლასის ყველა მოსწავლისათვის. თითოეული დამატებითი საგნისათვის გიმნაზიის მიერ შემუშავებულია სასწავლო გეგმა. გიმნაზიის სასწავლო გეგმით გათვალისწინებული  დამატებითი სავალდებულო საგნების შეფასების პრინციპები განსაზღვრულია და აღნიშნულია გსგ-ის შეფასების პრინციპებში.

გიმნაზიის მისიიდან გამომდინარე მოსწავლეებს, პირველი კლასიდანვე, საშუალება აქვთ გიმნაზიის მოძღვართან საუბრის. მოძღვრის საათი შეტანილია საგაკვეთილო ცხრილში, ტარდება კვირაში ერთი საათი ჩვეულებრივ საგაკვეთილო ფორმატში. აღნიშნულ გაკვეთილზე არ წარმოებს მოსწავლეთა შეფასება.

 

დამატებითი სავალდებულო საგნის სასწავლო გეგმა მოიცავს:

  • საგნის სწავლების მიზნებს (სადაც ჩამოყალიბებულია, თუ რა ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების შეძენას ითვალისწინებს ეს კურსი);
  • შეფასების პრინციპებს (ქულა, ჩათვლა);
  • საჭირო საგანმანათლებლო რესურსების ჩამონათვალს.

გიმნაზია თავის მოსწავლეებს სთავაზობს დამატებით უფასო წრეებს: ლიტერატურულ-თეატრალურ, ფერწერის, ხეზე კვეთის, სიმღერის, ხალხურ საკრავთა, ცეკვის, თექის დამუშავების.

დამატებით წრეებს მოსწავლეები სურვილის მიხედვით ირჩევენ. აღნიშნულ წრეთა ხელმძღვანელები სასწავლო წლის დასაწყისშივე ადგენენ წლის სამუშაო გეგმას. წრეებში ჩაბმული მოსწავლეები ქულებით არ ფასდებიან. წრეების  მეცადინეობებზე მოსწავლეთა  მიერ მიღებული ცოდნისა და საჭირო უნარ-ჩვევების  გამოვლენა და შეფასება ხდება გამოკითხვის, საჩვენებელი კონცერტების, გამოფენების, თეატრალური წარმოდგენების მეშვეობით.

დამატებითი სავალდებულო საგანმანათლებლო და სააღმზრდელო საგნების საათების კონკრეტული ოდენობა განსაზღვრულია გსგ-ის საათობრივ ბადეში. შედგენილია  მეცადინეობების ცხრილი.

გიმნაზიაში ასევე მუშაობს გახანგრძლივებული სწავლების ჯგუფი.

დამატებითი მომსახურების ძირითადი მიზანია ბავშვების თავისუფალი დროის სწორად ორგანიზება, ჭეშმარიტი ქრისტიანული ზნეობის მქონე, მრავალმხრივ განათლებული და განვითარებული პიროვნების ფორმირების ხელშეწყობა. შემოქმედებითი, მხატვრული ინტერესებისა და ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბება-დახვეწა, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების  გამოვლენა-გამომუშავება.

დამატებითი მომსახურების ამოცანაა გიმნაზიის მოსწავლეთა მასობრივი ჩაბმა  სასარგებლო შემეცნებით-გასართობ და საქველმოქმედო საქმიანობაში, ზოგადი კულტურის დონის ამაღლება, საზოგადოებრივი ცხოვრების პროცესში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა, ეროვნული  თვითშეგნების ამაღლება და სხვა.

გიმნაზიის დამატებითი მომსახურების  გადასინჯვა და საჭიროებისამებრ შესწორება ყოველწლიურად ხდება, ასევე შესაძლებელია სასწავლო  წლის განმავლობაში აღმოჩენილი ხარვეზების შესწორებაც.

 

 


ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია

2014-2015 სასწავლო წელი

დაწყებითი საფეხური


კლასი

I

II

III

IV

V

VI



სახელმწიფო ენა


ქართული ენა და ლიტერატურა

7

7

6

6

5

5


ძველი ქართული ენა





1

1


მათემატიკა


მათემატიკა

5

5

5

6

4

4


უცხოური ენები


პირველი უცხოური ენა ინგლისური

2

2

3

3

3

3


მეორე უცხოური ენა -  რუსული





2

2


საზოგადოებრივი მეცნიერებები


ჩვენი საქართველო

 

 

 

 

3

3


სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება

 

 

 

0.5

 

 


საბუნებისმეტყველო მეცნიერებები


ბუნებისმეტყველება

2

2

3

3

3

3


ტექნოლოგიები


ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები

0.5

 

 

 

2

2


ესთეტიკური აღზრდა


სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

2

2

2

2

2

2


მუსიკა

2

2

2

1

2

2


სპორტი


სპორტი

1

1

1

1

1

1


საღვთო სჯული








საღვთო სჯული


1

1

1

1

1


მოძღვრის საათი

1

1

1

1

1

1


სულ საათების რაოდენობა კვირაში

22/23

23

24

24/25

30

30


 

 

საბაზო-საშუალო საფეხური 

 

კლასი

VII

VIII

IX

X

XI

XII 

პროგრამული

აბიტური

სახელმწიფო ენა

ქართული ენა და ლიტერატურა

 

5

5

5

 

5

5

5

1

ძველი ქართული ენა

 

1

1

1

 

1

 

 

 

მათემატიკა

მათემატიკა

 

4

4

4

 

5

5

5

1

უცხოური ენები

პირველი უცხოური ენა ინგლისური/ გერმანული ენა

 

3*

3

2*

 

2

2

2

1

მეორე უცხოური ენა

 

2

2

2

 

2

2

2

1

საზოგადოებრივი მეცნიერებები

ისტორია

 

3

3

4

 

2

3

2

1

გეოგრაფია

 

2

2

2

 

2

2

 

 

სამოქალაქო განათლება

 

 

 

2

 

2

 

 

 

სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება

 

 

0.5

 

 

 

 

0.5

 

საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება

 

 

 

 

 

 

0,5

 

 

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლები

 

3

 

 

 

 

 

 

 

ბიოლოგია

 

 

2

2

 

3

2

 

 

ფიზიკა

 

 

2

3

 

2

2

 

 

ქიმია

 

 

2

2

 

2

3

 

 

ესთეტიკური აღზრდა

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

 

2

1

1

 

 

 

 

 

მუსიკა

 

2

1

1

 

 

 

 

 

სპორტი

სპორტი

 

1

1

1

 

1

1

1

 

არჩევითი საგნები

საქართველოს ეთნოგრაფია

 

 

 

 

 

2

 

 

 

ქიმიური ტექნილოგიები

 

 

 

 

 

 

2

0,5

 

საღვთო სჯული

საღვთო სჯული

 

1

1

1

 

1

1

1

 

მოძღვრის საათი

 

1

1

1

 

1

1

1

 

სულ საათების რაოდენობა კვირაში

30

31/32

34

33

32

20/19

5

 

შენიშვნა: 3*  და 2* - მითითებულ კლასებში მოსწავლეებს სთავაზობენ პირველი უცხოური ენის სტატუსით  გერმანული ენას.


 

სასწავლო მასალის ჩამონათვალი საფეხურებისა და საგნების შესაბამისად,  

მათ შორის გრიფმინიჭებული საგიმნაზიო სახელმძღვანელოების ნუსხა კლასების/დონეებისა და საგნების მიხედვით 

გიმნაზიაში, მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის არსებობს მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსი, რომელიც ხელს უწყობს სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვას. გიმნაზია უზრუნველყოფს არსებული საგანმანათლებლო რესურსის ხელმისაწვდომობას მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის. გიმნაზიაში შემუშავებულია და ცნობილია პედაგოგიური საზოგადოებისა და მოსწავლეთათვის სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსით სარგებლობის წესები.

 

გიმნაზიაში არსებული საგანმანათლებლო რესურსი:

ა) გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოები (I-XII კლ.),

ბ) დამხმარე ლიტერატურა,

გ) საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსი,

დ) სხვადასხვა სახის თვალსაჩინოებები (რუკები, პლაკატები, მოდელები და სხვა.),

ე) საბუნებისმეტყველო დარგის ლაბორატორიული აღჭურვილობა,

ვ) მინი ლაბორატორიები,

ზ) კომპიუტერული ლაბორატორია ინტერნეტით,

თ) აუდიო-ვიდეო მოწყობილობები,

ი) აუდიო და ვიდეოთეკა (სასწავლო, შემეცნებითი, მხატვრული, ანიმაციური),

კ) ინტერნეტ რესურსები;

ლ) მრავალფეროვანი წიგნადი ფონდი,

მ) გამოცდილება

 

 

გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების ნუსხა

 

დაწყებითი საფეხური

 

 

 

პირველი კლასი

 

საგანი

სახელმძღვანელოს ავტორ(ებ)ი

გამომცემლობა

ქართული ენა და ლიტერატურა

ნ.მაღლაკელიძე,ე.მაღლაკელიძე

შპს მერიდიანი

მათემატიკა

გ.გოგიშვილი,   თ.ვეფხვაძე, ი.მებონია, ლ.ჭელიძე (ქურჩიშვილი)

შპს ინტელექტი

ბუნებისმეტყველება

გ.კვანტალიანი

შპს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა-ქართული ბიოგრაფიული ცენტრი

მუსიკა

მ.ოთიაშვილი

საერთაშორისო ასოციაცია წყაროსთავლი

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

ნ.მაჭარაშვილი, მ.მაჭარაშვილი, ნ.ჯაბუა, ნ.სილაგაძე

შპს მერიდიანი

ინგლისური

მერი ბოუენი, ლიზ ჰოკინგი   დ1

Macmillan Publishers LTD

 

 

მეორე კლასი

 

საგანი

სახელმძღვანელოს ავტორ(ებ)ი

გამომცემლობა

ქართული ენა და ლიტერატურა

ნ.მაღლაკელიძე,ე.მაღლაკელიძე  ც.ყურაშვილი

შპს მერიდიანი

მათემატიკა

გ.გოგიშვილი,   თ.ვეფხვაძე, ი.მებონია, ლ.ჭელიძე (ქურჩიშვილი)

შპს ინტელექტი

ბუნებისმეტყველება

ლ.მიქიაშვილი,  გ.კვანტალიანი

შპს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა-ქართული ბიოგრაფიული ცენტრი

მუსიკა

მ.ოთიაშვილი

საერთაშორისო ასოციაცია წყაროსთავლი

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

ნ.მაჭარაშვილი, მ.მაჭარაშვილი, ნ.ჯაბუა, ნ.სილაგაძე

შპს მერიდიანი

ინგლისური

მერი ბოუენი,ლიზ ჰოკინგი  დ1

Macmillan Publishers LTD

 

 

მესამე კლასი

 

საგანი

სახელმძღვანელოს ავტორ(ებ)ი

გამომცემლობა

ქართული ენა და ლიტერატურა

ნ.მაღლაკელიძე, ე.მაღლაკელიძე  ც.ყურაშვილი

შპს მერიდიანი

მათემატიკა

გ.გოგიშვილი,   თ.ვეფხვაძე, ი.მებონია, ლ.ჭელიძე (ქურჩიშვილი)

შპს ინტელექტი

ბუნებისმეტყველება

მ.ბლიაძე, რ.ახვლედიანი,

შპს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა-ქართული ბიოგრაფიული ცენტრი

მუსიკა

მ.ოთიაშვილი

საერთაშორისო ასოციაცია წყაროსთავლი

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

ნ.მაჭარაშვილი, მ.მაჭარაშვილი, ნ.ჯაბუა, ნ.სილაგაძე

შპს მერიდიანი

ინგლისური

მერი ბოუენი,ლიზ ჰოკინგი  დ2

Macmillan Publishers LTD

 

 

მეოთხე კლასი

 

საგანი

სახელმძღვანელოს ავტორ(ებ)ი

გამომცემლობა

ქართული ენა და ლიტერატურა

ნ.მაღლაკელიძე, ე.მაღლაკელიძე  ც.ყურაშვილი

შპს მერიდიანი

მათემატიკა

გ.გოგიშვილი,   თ.ვეფხვაძე, ი.მებონია, ლ.ჭელიძე (ქურჩიშვილი)

შპს ინტელექტი

ბუნებისმეტყველება

მ.ბლიაძე, რ.ახვლედიანი,

შპს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა-ქართული ბიოგრაფიული ცენტრი

მუსიკა

მ.ოთიაშვილი

საერთაშორისო ასოციაცია წყაროსთავლი

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

ნ.მაჭარაშვილი, მ.მაჭარაშვილი, ნ.ჯაბუა, ნ.სილაგაძე

შპს მერიდიანი

სამოქალაქო განათლება და უსაფრთხოება

ნ.ტალახაძე

შპს სიდი-ეკონომიკური განატლებისა და განვითარების ცენტრი

ინგლისური

მერი ბოუენი,ლიზ ჰოკინგი  დ3

Macmillan Publishers LTD

 


მეხუთე კლასი

 

საგანი

სახელმძღვანელოს ავტორ(ებ)ი

გამომცემლობა

ქართული ენა და ლიტერატურა

ნ.მაღლაკელიძე,

შპს მერიდიანი

მათემატიკა

გ.გოგიშვილი,   თ.ვეფხვაძე, ი.მებონია, ლ.ქურჩიშვილი

შპს ინტელექტი

ბუნებისმეტყველება

მ.ბლიაძე, რ.ახვლედიანი, დ.კერესელიძე

შპს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა-ქართული ბიოგრაფიული ცენტრი

ჩვენი საქართველო

მ.სურგულაძე, ნ.მინდაძე, ვ.ნეიძე, კ.ხარაძე

შპს ლოგოს პრესი

მუსიკა

მ.ოთიაშვილი

საერთაშორისო ასოციაცია წყაროსთავლი

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

ნ.მაჭარაშვილი, მ.მაჭარაშვილი, ნ.ჯაბუა, ნ.სილაგაძე

შპს მერიდიანი

ისტ

ნ.ჯამასპიშვილი

შპს დიოგენე

ინგლისური

მერი ბოუენი,ლიზ ჰოკინგი   დ4

Macmillan Publishers LTD

რუსული

Русский язык   ს I

მ.ლორთქიფანიძე, ი.ჩხეიძე, თ.ჩიმაკაძე

შპს „გამომცემლობა არტანუჯი“

 

 

მეექვსე კლასი

 

საგანი

სახელმძღვანელოს ავტორ(ებ)ი

გამომცემლობა

ქართული ენა და ლიტერატურა

ნ.მაღლაკელიძე, ნ.ღონღაძე

შპს მერიდიანი

მათემატიკა

გ.გოგიშვილი,   თ.ვეფხვაძე, ი.მებონია, ლ.ჭელიძე  (ქურჩიშვილი)

შპს ინტელექტი

ბუნებისმეტყველება

მ.ბლიაძე, რ.ახვლედიანი, დ.კერესელიძე

შპს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა-ქართული ბიოგრაფიული ცენტრი

ჩვენი საქართველო

მ.სურგულაძე, ნ.მინდაძე, ვ.ნეიძე, კ.ხარაძე, ნ. ერემაშვილი, გ. მშვენიერაძე

შპს ლოგოს პრესი

მუსიკა

მ.ოთიაშვილი

საერთაშორისო ასოციაცია წყაროსთავლი

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

მ.მაჭარაშვილი

შპს მერიდიანი

ისტ

ნ.ჯამასპიშვილი

შპს დიოგენე

ინგლისური

მერი ბოუენი,ლიზ ჰოკინგი   დ5

Macmillan Publishers LTD

რუსული

Русский язык  დ4

ნ.ბარსეგოვა დ4

შპს ოცდამეერთე

 

 

 


საბაზო საფეხური

 

 

მეშვიდე კლასი

 

საგანი/სახელმძღვანელოს დასახელება

სახელმძღვანელოს ავტორ(ებ)ი

გამომცემლობა

ქართული ენა და ლიტერატურა

ვ.როდონაია, ნ.ნაკუდაშვილი ა.არაბული, მ.ხუციშვილი, მ.გიგინეიშვილი, ლ.გრიგოლაშვილი და ლ.დათაშვილი

შპს საგამომცემლო სახლი `სწავლანი`

მათემატიკა

გ.გოგიშვილი,   თ.ვეფხვაძე, ი.მებონია, ლ.ქურჩიშვილი

შპს ,,გამომცემლობა ინტელექტი“

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლები

მ.მაყაშვილი, რ.ქუთელია, ი.გიგიბერია, მ.ბოჭორიშვილი

შპს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა-ქართული ბიოგრაფიული ცენტრი

გეოგრაფია

ზ.დავითაშვილი, ნ.ელიზბარაშვილი,

შპს ,,გამომცემლობა მერიდიანი“ და შპს ,,გამომცემლობა კლიო“

ისტორია

გ. სანიკიძე, ლ. გორდეზიანი, ლ.ფირცხალავა

შპს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა-ქართული ბიოგრაფიული ცენტრი

მუსიკა / „მზის სხივი მუსიკაში“

მ.ოთიაშვილი და ი.მიქაძე

ა(ა)იპ     „წყაროსთავლი“

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება / „ხელოვნება“

ა.კლდიაშვილი, ნ.ღაღანიძე და თ.ჯაყელი

შპს „გამომცემლობა  კლიო“

ინგლისური /

New Inspiration 1

ჯუდი გარტონ-სპრენგერი, ფილიპ პროუსი, ა.რაილი, ჰ. გომ, რ.ბლედინ, ტ.ბოუენ, ს.მაკკიი

Macmillan Education

რუსული /

Русский язык ს III

მ.ლორთქიფანიძე, ი.ჩხეიძე, თ.ჩიმაკაძე

შპს „გამომცემლობა არტანუჯი“

გერმანული

Deutschmobil 2

Jutta Douvistas-Gamst

Eleftherios Xantos

Klett

 

 

 

მერვე კლასი

 

საგანი/სახელმძღვანელოს დასახელება

სახელმძღვანელოს ავტორ(ებ)ი

გამომცემლობა

ქართული ენა და ლიტერატურა

ვ.როდონაია, ნ.ნაკუდაშვილი ა.არაბული, მ.ხუციშვილი,

შპს საგამომცემლო სახლი `სწავლანი`

მათემატიკა

გ.გოგიშვილი,   თ.ვეფხვაძე, ი.მებონია, ლ.ქურჩიშვილი

შპს ,,გამომცემლობა ინტელექტი“

ბიოლოგია

რ.ახვლედიანი, მ.მაყაშვილი,

შპს ,,გამომცემლობა მერიდიანი“ და შპს ,,გამომცემლობა კლიო“

გეოგრაფია

ზ.დავითაშვილი, ნ.ელიზბარაშვილი,

შპს ,,გამომცემლობა მერიდიანი“ და შპს ,,გამომცემლობა კლიო“

ისტორია

გ.სანიკიძე,რ. გაჩეჩილაძე, ლ.გორდეზიანი, ნ.კიღურაძე, ზ.მიმინოშვილი

შპს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

მუსიკა / „მზის სხივი მუსიკაში“

მ.ოთიაშვილი და ი.მიქაძე

ა(ა)იპ     „წყაროსთავლი“

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება / „ხელოვნება“

ა.კლდიაშვილი, ნ.ღაღანიძე და თ.ჯაყელი

შპს „გამომცემლობა  კლიო“

ფიზიკა

გ.გედენიძე და ე.ლაზარაშვილი

შპს „გამომცემლობა ინტელექტი“

ქიმია

მ.ვარდიაშვილი

შპს „გამომცემლობა ინტელექტი“

ინგლისური /

New Inspiration 2

ჯუდი გარტონ-სპრენგერი, ფილიპ პროუსი, ა.რაილი, ჰ. გომ, რ.ბლედინ, ტ.ბოუენ, ს.მაკკიი

Macmillan Education

რუსული /

Русский язык  ს III

მ.ლორთქიფანიძე, ი.ჩხეიძე, თ.ჩიმაკაძე

შპს „გამომცემლობა არტანუჯი“

სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება

ნ.ტალახაძე

შპს „გამომცემლობა სიდი-ეკონომიკური განათლებისა და განვითარების ცენტრი

 


მეცხრე კლასი

 

საგანი/სახელმძღვანელოს დასახელება

სახელმძღვანელოს ავტორ(ებ)ი

გამომცემლობა

ქართული ენა და ლიტერატურა

ვ.როდონაია, ნ.ნაკუდაშვილი ა.არაბული, მ.ხუციშვილი

შპს საგამომცემლო სახლი `სწავლანი`

მათემატიკა

გ.გოგიშვილი,   თ.ვეფხვაძე, ი.მებონია, ლ.ქურჩიშვილი

შპს ,,გამომცემლობა ინტელექტი“

ბიოლოგია

რ.ახვლედიანი, მ.მაყაშვილი,  მ.სეხნიაშვილი და მ.ჯალიაშვილი

შპს ,,გამომცემლობა მერიდიანი“ და შპს ,,გამომცემლობა კლიო“

გეოგრაფია /

„საქართველოს გეოგრაფია“

ზ.დავითაშვილი, ნ.ელიზბარაშვილი,

შპს ,,გამომცემლობა მერიდიანი“ და შპს ,,გამომცემლობა კლიო“

ისტორია / „საქართველოს ისტორია“

ნ.ასათიანი,  მ.ლორთქიფანიძე, ფ.ლომაშვილი, რ.მეტრეველი, გ.ოთხმეზური

შპს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა-ქართული ბიოგრაფიული ცენტრი

სამოქალაქო განათლება

ნ.ტალახაძე, თ.ქალდანი, თ.ბრეგვაძე და ი.პეტრიაშვილი

შპს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა-ქართული ბიოგრაფიული ცენტრი და და შპს „გამომცემლობა სიდი-ეკონომიკური განატლებისა და განვითარების ცენტრი

მუსიკა / „მზის სხივი მუსიკაში“

მ.ოთიაშვილი და ი.მიქაძე

ა(ა)იპ     „წყაროსთავლი“

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება / „ხელოვნება“

ა.კლდიაშვილი, ნ.ღაღანიძე და თ.ჯაყელი

შპს „გამომცემლობა  კლიო“

ფიზიკა

გ.გედენიძე და ე.ლაზარაშვილი

შპს „გამომცემლობა ინტელექტი“

ქიმია

მ.ვარდიაშვილი

შპს „გამომცემლობა ინტელექტი“

ინგლისური /

New Inspiration 3

ჯუდი გარტონ-სპრენგერი, ფილიპ პროუსი, ა.რაილი, ჰ. გომ, რ.ბლედინ, ტ.ბოუენ, ს.მაკკიი

Macmillan Education

რუსული /

Русский язык - ს IV

მ.ლორთქიფანიძე, ი.ჩხეიძე, თ.ჩიმაკაძე

შპს „გამომცემლობა არტანუჯი“

გერმანული

Deutschmobil   3

Jutta Douvistas-Gamst

Eleftherios Xantos

Klett

 

 


საშუალო საფეხური

 

 

მეათე კლასი

 

საგანი/სახელმძღვანელოს დასახელება

სახელმძღვანელოს ავტორ(ებ)ი

გამომცემლობა

ქართული ენა და ლიტერატურა

ვ.როდონაია,ა.არაბული, მ.გიგინეიშვილი, ლ.გრიგოლაშვილი

შპს საგამომცემლო სახლი `სწავლანი`

მათემატიკა

გ.გოგიშვილი,   თ.ვეფხვაძე, ი.მებონია, ლ.ქურჩიშვილი

შპს ,,გამომცემლობა ინტელექტი“

ბიოლოგია

რ.ახვლედიანი, მ.მაყაშვილი, მ.სეხნიაშვილი და მ.ჯალიაშვილი

შპს ,,გამომცემლობა მერიდიანი“ და შპს ,,გამომცემლობა კლიო“

გეოგრაფია /

„მსოფლიოს გეოგრაფია“

ზ.დავითაშვილი, ნ.ელიზბარაშვილი და ნ.ბერუჩაშვილი

შპს ,,გამომცემლობა მერიდიანი“ და შპს ,,გამომცემლობა კლიო“

ისტორია

ნ.კიღურაძე, გ.სანიკიძე, ლ.გორდეზიანი, გ.ოთხმეზური, ლ.ფირცხალავა

შპს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

სამოქალაქო განათლება

ნ.ტალახაძე, თ.ქალდანი, თ.ბრეგვაძე და ი.პეტრიაშვილი

შპს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა-ქართული ბიოგრაფიული ცენტრი და და შპს „გამომცემლობა სიდი-ეკონომიკური განატლებისა და განვითარების ცენტრი

ფიზიკა

გ.გედენიძე და ე.ლაზარაშვილი

შპს „გამომცემლობა ინტელექტი“

ქიმია

მ.ვარდიაშვილი

შპს „გამომცემლობა ინტელექტი“

ინგლისური /

Gateway B1

ანა კოული, დევიდ სპენსერი, ანი კორნფორდ

Macmillan Education

რუსული /

Русский язык -   ს V

მ.ლორთქიფანიძე, ი.ჩხეიძე, თ.ჩიმაკაძე

შპს „გამომცემლობა არტანუჯი“

 

 

მეთერთმეტე  კლასი

 

საგანი/სახელმძღვანელოს დასახელება

სახელმძღვანელოს ავტორ(ებ)ი

გამომცემლობა

ქართული ენა და ლიტერატურა

ვ.როდონაია, ნ.ნაკუდაშვილი ა.არაბული, მ.ხუციშვილი, მ.გიგინეიშვილი, ლ.გრიგოლაშვილი და ლ.დათაშვილი

შპს საგამომცემლო სახლი `სწავლანი`

მათემატიკა

გ.გოგიშვილი,   თ.ვეფხვაძე, ი.მებონია, ლ.ქურჩიშვილი

შპს ,,გამომცემლობა ინტელექტი“

ბიოლოგია

მ.მაყაშვილი, მ.სეხნიაშვილი და მ.ჯალიაშვილი

შპს ,,გამომცემლობა მერიდიანი“ და შპს ,,გამომცემლობა კლიო“

გეოგრაფია /

„გლობალური გეოგრაფია“

ზ.დავითაშვილი, ნ.ელიზბარაშვილი,

შპს ,,გამომცემლობა მერიდიანი“ ; შპს ,,გამომცემლობა კლიო“;

შპს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა-ქართული ბიოგრაფიული ცენტრი

ისტორია

ნ.კიღურაძე, გ.სანიკიძე, ლ.გორდეზიანი,  ლ.ფირცხალავა, რ.გაჩეჩილაძე, ნ.ასათიანი

შპს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ფიზიკა

გ.გედენიძე და ე.ლაზარაშვილი

შპს „გამომცემლობა ინტელექტი“

ქიმია

მ.ვარდიაშვილი

შპს „გამომცემლობა ინტელექტი“

ინგლისური /

Gateway B1

ანა კოული, დევიდ სპენსერი, ანი კორნფორდ

Macmillan Education

რუსული /

Русский язык -   ს VI

მ.ლორთქიფანიძე, ი.ჩხეიძე, თ.ჩიმაკაძე

შპს „გამომცემლობა არტანუჯი“

 

 

მეთორმეტე კლასი

 

საგანი/სახელმძღვანელოს დასახელება

სახელმძღვანელოს ავტორ(ებ)ი

გამომცემლობა

ქართული ენა და ლიტერატურა

ვ.როდონაია, ნ.ნაკუდაშვილი ა.არაბული, მ.ხუციშვილი, მ.გიგინეიშვილი, ლ.გრიგოლაშვილი და ლ.დათაშვილი

შპს საგამომცემლო სახლი `სწავლანი`

მათემატიკა

გ.გოგიშვილი,   თ.ვეფხვაძე, ი.მებონია, ლ.ქურჩიშვილი

შპს ,,გამომცემლობა ინტელექტი“

ისტორია

ნ.კიღურაძე, რ. გაჩეჩილაძე, გ. სანიკიძე

შპს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ინგლისური /

Gateway B1+

ანა კოული, დევიდ სპენსერი, ანი კორნფორდ

Macmillan Education

რუსული /

Русский язык -   ს VI

მ.ლორთქიფანიძე, ი.ჩხეიძე, თ.ჩიმაკაძე

შპს „გამომცემლობა არტანუჯი“

სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება

ნინო  ტალახაძე

შპს ,,სიდა-ეკოგანახლება და განვითარების ცენტრი“


 

 

ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით შემუშავებული

ინდივიდუალური სასწავლო გეგმა

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის 

 

ინკლუზიური განათლება გულისხმობს ყველა ტიპის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მოსწავლეების მაქსიმალურად ჩართვას სასწავლო პროცესში.

ინკლუზიური განათლების საგიმნაზიო პოლიტიკის საფუძველს წარმოადგენს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო აძლევს თითოეულ მოსწავლეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უნარ-ჩვევების გამომუშავების თანაბარ შესაძლებლობას.

ინკლუზიური განათლების საგიმნაზიო პოლიტიკა ყოველწლიურად გადაისინჯება და საჭიროებისამებრ სწორდება. შესაძლებელია სასწავლო წლის განმავლობაში აღმოჩენილი ხარვეზების შესწორება.

გიმნაზიაში არსებული პირობები ხელს უწყობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის გიმნაზიაში სწავლების ხელმისაწვდომობას. შექმნილია შესაბამისი ფიზიკური გარემო, მოდიფიცირებული სასწავლო პროგრამები, სწავლების მეთოდები, რომლებიც ხორციელდება კვალიფიციური კადრების მიერ.

გიმნაზია ხელს უწყობს პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესს, რომელიც მიმართულია ახალი მეთოდებით სწავლებაზე, რაც აადვილებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მაქსიმალურ ჩართვას სასწავლო პროცესში.

გიმნაზიის დირექცია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მშობლისაგან წინასწარ ითხოვს ყველა ინფორმაციას რაც ეხება მოსწავლეს, რათა სასწავლო პროცესის დროს მოხდეს მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინება.  მშობელმა, ექიმის დასკვნასთან ერთად უნდა წარმოადგინოს სპეციალისტის მიერ განსაზღვრული ბავშვის ფიზიკური და გონებრივი მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტი, მისი ინდივიდუალური შესაძლებლობების ჩამონათვალი და რეკომენდაციები საჭირო სასწავლო გარემოს მოსაწყობად. თუ ასეთი მოსწავლე გადმოდის სხვა სკოლიდან აუცილებელია სკოლამ  გამოგზავნოს შეფასების ფურცელი და სრული ინფორმაცია მოსწავლის მდგომარეობის შესახებ. აგრეთვე ინდივიდუალური სასწავო გეგმა, რათა მისი გათვალისწინებით მოხდეს ახალი ისგ-ის შედგენა.

სასწავლო წლის დაწყებიდან ერთი თვის  განმავლობაში გიმნაზია განსაზღვრავს იმ  მოსწავლეთა სიას, რომლებიც ინდივიდუალური ან მოდიფიცირებული სასწავლო გეგმით საჭიროებენ სწავლას. სსსმ მოსწავლეთა გამოვლენიდან ერთი თვის შემდეგ, გიმნაზია უზრუნველყოფს  მათი შესაძლებლობების  სიღრმისეულ შეფასებას. შეფასებას ატარებენ საქართველოს განათლების სამინისტროსთან არსებული მულტიდისციპლინური გუნდის ექსპერტები მოსწავლის მშობელთან ერთად. მოსწავლის შესაძლებლობების შეფასების საფუძველზე მოწოდებული რეკომენდაციების გათვალისწინებით გიმნაზია შეიმუშავებს ყოველი მოსწავლისათვის შესაბამის სასაწავლო გეგმას.

ისგ/მსგ ეყრდნობა ეროვნულ სასწავლო გეგმას და ითვალისწინებს მოსწავლის ყველა დამატებით აქტივობას, რომელიც აუცილებელია გეგმით გათვალისწინებული  მიზნების მისაღწევად. მოსწავლის ისგ მასწავლებლებისა და მშობელთა აქტიური მონაწილეობით დგება წინასწარი დაკვირვებებისა თუ შეფასებების საფუძველზე და ითვალისწინებს სრულ ინფორმაციას ბავშვის ქცევითი, კომუნიკაციური ჩვევების, შესაძლებლობებისა და მისთვის საჭირო მომსახურების შესახებ.

პასუხისმგებელნი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლებასთან დაკავშირებით არიან  კლასის დამრიგებელი, საგნის მასწავლებლები და მშობელი. სასწავლო წლის დაწყებიდან ერთი თვის თავზე  გიმნაზიაში დგება ისგ-ის განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირთა შეხვედრების გრაფიკი. შეხვედრები ტარდება სემესტრის განმავლობაში ორჯერ. შეხვედრაზე მსჯელობენ მოსწავლის განათლების მიმდინარე პროცესზე და აანალიზებენ მის მიერ მიღწეულ შედეგებს. ერთობლივად განიხილება, ფასდება და იგეგმება მოსწავლის სწავლა-სწავლების საკითხები. საჭიროების შემთხვევაში ხდება სპეციალისტების მოწვევა.

სასწავლო წლის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ  გიმნაზიაში გამზადებულია სსსმ მოსწავლისათვის  შედგენილი ისგ/მსგ სადაც, გარდა მოსწავლისათვის ინდივიდუალურად განსაზღვრული სასწავლო მიზნებისა და მიზნის მისაღწევი ვადებისა, განსაზღვრულია შემდეგი:

  • მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი და/ან ინდივიდუალური მეცადინეობები, მეცადინეობის დრო, ადგილი და ხანგრძლივობა;
  • დამატებითი და/ან ინდივიდუალურ მეცადინეობებზე პასუხისმგებელი პირი;
  • მოსწავლისათვის დამატებითი დამხმარე პერსონალის (სანიტარი, ძიძა) საჭიროება;
  • მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი ტექნიკური რესურსი;
  • მოსწავლისათვის საჭირო თვალსაჩინოებები, დამატებითი საგანმანათლებლო მასალა და მასალის უზრუნველყოფაზე  პასუხისმგებელი პირი.

სასწავლო წლის განმავლობაში გიმნაზია აწარმოებს ისგ-ის შესრულების მონიტორინგს. ხდება გეგმის პერიოდული განახლება, გეგმის შესრულების მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ახალი საჭიროებების გათვალისწინებით.

სსსმ მოსწავლის აკადემიური მოსწრების შეფასება ხდება იმავე პრინციპით, რომლითაც ხდება სხვა მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების შეფასება. როდესაც მოსწავლისათვის შექმნილია ისგ, ფასდება მოსწავლის მიერ ისგ-ით განსაზღვრული მიზნების მიღწევის დონე. მოსწავლე, რომელიც წარმატებით სძლევს ისგ-ს, ფასდება მაღალი ქულით.

სსსმ მოსწავლეების მიერ გაცდენილი საათები საპატიოდ ჩაითვლება, თუ ეს გამოწვეულია ავადმყოფობით, მშობლის ან მეურვის უუნარობით, მოკლევადიანი მოგზაურობით,  ახლო ნათესავის გარდაცვალებით. თუ გაკვეთილების გაცდენა აღემატება ორ თვეს, გიმნაზია სსსმ მოსწავლის საგანმანათლებლო მომსახურებას უზრუნველყოფს სახლის ან საავადმყოფოს პირობებში. ამ შემთხვევაში მოსწავლე ირიცხება გიმნაზიაში, მაგრამ არ ესწრება გაკვეთილებს. გიმნაზია უდგენს მას სწავლების სპეციალურ გეგმას, ასევე განრიგს, რომლის მიხედვითაც საგნის მასწავლებლები და კლასის დამრიგებელი განახორციელებენ სსსმ მოსწავლესთან ვიზიტებს.

გიმნაზია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის ადგენს მათ შესაძლებლობებზე მორგებულ მეცადინეობების განრიგს.

წლის ბოლოს კლასის დამრიგებელი გიმნაზიის ადმინისტრაციას წარუდგენს მოსწავლის პორტფოლიოს.

 


მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასების წესები

 

  • გაცდენილი შემაჯამებელი დავალებების აღდგენის ვადები და პირობები;
  • საშემოდგომო გამოცდების ჩატარების პირობები;
  • მინიმალური ბარიერი, რომელიც მოეთხოვება მოსწავლეს იმისათვის, რომ კლასიდან კლასში გადავიდეს;
  • მინიმალური ბარიერი, რომლის გადალახვაც მოეთხოვება მოსწავლეს იმისათვის, რომ საგანი დაძლეულად ჩაეთვალოს;
  • სასწავლო წლის დამამთავრებელი გამოცდების განსაზღვრა;
  • გიმნაზიის სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი სავალდებულო საგნების შეფასების პრინციპები;

გიმნაზიაში მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების შეფასება არის ხშირი და  მრავალმხრივი. ფასდება  არა მარტო  ინფორმაციის ფლობა, არამედ შეძენილი უნარ-ჩვევები, აზროვნების დემონსტრირების ფორმები და სხვა. საგნის ნიშანი გამოხატავს მოსწავლის აკადემიურ  მოსწრებასა და სასწავლო აქტივობას. გიმნაზიაში გამოიყენება ორი ტიპის შეფასება: განმავითარებელი და განმსაზღვრელი.

I-IV  კლასებში  მოსწავლეთა შეფასება  ხდება წერილობითი და ზეპირი კომენტარებით. ამ კლასებში სემესტრისა და სასწავლო წლის ბოლოს კლასის დამრიგებელი საკუთარი და სხვა მასწავლებლებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საგნების მიხედვით წერს მოკლე შემაჯამებელ წერილობით შეფასებებს და მოსწავლის დახასიათებას. აღნიშნავს მის წარმატებებს და მიუთითებს, რაში სჭირდება გავარჯიშება საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოსავლენად.  აღნიშნულ კლასებში ვხელმძღვანელობთ შეფასების იმ პრინციპებით,  რომელიც ეროვნულ სასწავლო გეგმაშია წარმოდგენილი.

V-XII კლასებში მოსწავლეთა აკადემიური შეფასების სისტემა ეფუძნება 10 ქულიან სისტემას.

საგანში სპორტი და საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება მოსწავლე დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე ფასდება პრინციპით ჩათვალა/არ ჩათვალა.

მოსწავლეები საღვთო სჯულსა და ძველ ქართულში ასევე ფასდებიან - ჩათვლის სისტემით.

 

ოფიციალური სტატუსი აქვს შემდეგ ნიშნებს:

  • საგნის მიმდინარე და შემაჯამებელი ნიშნები;
  • საგნის სემესტრული ნიშანი;
  • საგნის წლიური ნიშანი;
  • სასწავლო წლის დამამთავრებელი გამოცდის ნიშანი (V-XII კლასები);
  • საერთო წლიური ნიშანი;
  • საშემოდგომო გამოცდის ნიშანი;
  • საფეხურის საერთო ნიშანი.

სემესტრის მანძილზე მოსწავლეები ფასდებიან სამი კომპონენტის მიხედვით:  1.საშინაო დავალება; 2.საკლასო დავალება; 3.შემაჯამებელი დავალება. სამივე კომპონენტს ერთნაირი წონა აქვს.

საშინაო და საკლასო დავალებების კომპონენტებში გამოიყენება როგორც განმსაზღვრელი, ისე განმავითარებელი შეფასება. განმსაზღვრელ შეფასებაში იწერება ნიშანი.

შემაჯამებელი დავალების კომპონენტში  გამოიყენება განმსაზღვრელი შეფასება.

გაცდენილი შემაჯამებელი დავალებების აღდგენა ხდება ინდივიდუალურად ან  ჯგუფური გრაფიკის მიხედვით, რომელიც შემუშავებულია გიმნაზიის ადმინისტრაციის მიერ.  აღდგენითი  სამუშაო სავალდებულოა შესრულდეს არა უგვიანეს  ერთი კვირისა სემესტრის დასრულებამდე.

ჯგუფური გრაფიკი:

პირველი სემესტრი

11  დეკემბერი - ქართული;

11  დეკემბერი - მათემატიკა;  ინფორმატიკა;

12  დეკემბერი - უცხო ენები;

12 დეკემბერი - საბუნებისმეტყველო საგნები;

15 დეკემბერი - ისტორია და საზოგადოებრივი მეცნიერებები;

15 დეკემბერი - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება,  მუსიკა.

მეორე სამესტრი

25 მაისი  -  ქართული;

25  მაისი  -  მათემატიკა;

27 მაისი  -  უცხო ენები;

27 მაისი   -  საბუნებისმეტყველო საგნები;

28 მაისი  -  ისტორია და საზოგადოებრივი მეცნიერებები;

28 მაისი  -  სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება,  მუსიკა.

საგნის სემესტრული ნიშნის გამოთვლა ხდება ესგ-ის მიხედვით.

საგნის წლიური ნიშანი გამოითვლება სემესტრული ნიშნებისა და წლიური გამოცდის ნიშნის გათვალისწინებით (საშუალო არითმეტიკული).

საერთო წლიური და საფეხურის ნიშნის გამოყვანაც ხდება ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით.

  • საგანი დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლეს კონკრეტულ საგანში წლიური  ქულა აქვს 5 დამრგვალებით;
  • კლასი დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლეს თითოეული საგნის წლიური ქულა აქვს 5 დამრგვალებით;

 

გაცდენილი  საათების  საკითხი საბაზო - საშუალო საფეხურისათვის განისაზღვრა ესგ-ის მიხედვით:

  • თუ საბაზო/საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისათვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი, მოსწავლე ფასდება მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე.

გაცდენილი  საათების  საკითხი დაწყებით საფეხურზე განისაზღვრა შემდეგნაირად:

  • თუ დაწყებით საფეხურზე მოსწავლემ სემესტრის განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისათვის სემესტრის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი, მოსწავლეს ენიშნება იმ კონკრეტულ საგანში ჩათვლა.

I-IV კლასელთათვის ჩათვლა იქნება უნიშნო, ხოლო V და VI კლასელთათვის ნიშნიანი. ნიშანი ჩაიწერება ჟურნალში საკლასო დავალების გრაფაში და ექნება მიმდინარე ნიშნების მსგავსი დატვირთვა.

ჩათვლა დაინიშნება სემესტრის დასრულებამდე ერთი კვირით ადრე. მას ნიშნავს საგნის მასწავლებელი დამრიგებელთან და ადმინისტრაციასთან შეთანხმებით. კონკრეტული საგნისათვის წლის მანძილზე დათმობილი საათების  15%-ის გაცდენის შემთხვევაში საგნის მასწავლებელი აფრთხილებს მოსწავლეს, მის დამრიგებელს და მშობელს მოსალოდნელ შედეგზე.

 

გიმნაზიაში ტარდება შემდეგი ტიპის გამოცდები:

  • სემესტრული (საჭიროების შემთხვევაში);
  • წლიური (სასწავლო წლის დამამთავრებელი);
  • საშემოდგომო;
  • საატესტატო.

გიმნაზიის ერთი საფეხურიდან მომდევნო საფეხურზე გადასვლისას, აგრეთვე მეოთხე კლასიდან და ზემოთ მოსწავლე აბარებს სასწავლო წლის დამამთავრებელ გამოცდას.  IV კლასში  გამოცდაზე შეფასება კეთდება ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა პრინციპით.  არ ჩათვლის შემთხვევაში მოსწავლეს ენიშნება საშემოდგომო გამოცდა.

V კლასიდან XII კლასის ჩათვლით, თითოეულ საგანში მაქსიმალური საგამოცდო შეფასებაა 10 ქულა.

V კლასიდან XII კლასის ჩათვლით გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად მოსწავლეს მოეთხოვება  თითოეულ საგანში არანაკლებ 5 ქულის მიღება.

საშემოდგომო გამოცდა ინიშნება თუ მოსწავლემ:

  • წარმატებით ვერ ჩააბარა სასწავლო წლის დამამთავრებელი გამოცდა;
  • სასწავლო წლის ბოლოს, ვერ გადალახა კონკრეტულ საგანში გიმნაზიის მიერ განსაზღვრული ბარიერი (5 ქულა); ორი და მეტი საგნის ვერ დაძლევის შემთხვევაში მოსწავლე არ აგრძელებს სწავლას გიმნაზიაში.
  • ავადმყოფობის ან სხვა საპატიო მიზეზის გამო ვერ შეძლო სასწავლო წლის დამამთავრებელ გამოცდაზე გამოცხადება;

ზემოთ აღნიშნულ  სამივე შემთხვევაში, მოსწავლე საგნის/საგნების წლიურ შეფასებას იღებს საშემოდგომო გამოცდის საფუძველზე და საშემოდგომო გამოცდის ნიშანი ხდება საგნის წლიური ნიშანი.

საშემოდგომო გამოცდის ჩაუბარებლობის შემთხვევაში მოსწავლე რჩება კლასში სასწავლო პროგრამის ხელახლა გასავლელად. გამოცდაზე შეფასება ხდება 10 ქულიანი სისტემით. წარმატებით ჩასაბარებლად საჭიროა იმდენი  ქულის დაგროვება რამდენი ქულითაც არის განსაზღვრული საგნის დაძლევის მინიმალური  ბარიერი (5 ქულა).

 

 

 

საშემოდგომო გამოცდები ჩატარება შესაძლებელია:

  • სწავლის დასრულებიდან 2 კვირის შემდგომ - საშემოდგომო გამოცდების ჩასატარებლად გამოიყოფა 3 სამუშაო დღე. გამოცდამდე მოსწავლეს  ჩაუტარდება კონსულტაცია;
  • სწავლის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე - საშემოდგომო გამოცდის ჩასატარებლად გამოიყოფა 2 სამუშაო დღე,  გამოცდამდე მოსწავლეს  ჩაუტარდება კონსულტაცია.

 

გიმნაზიაში დამატებით განისაზღვრა შეფასებასთან დაკავშირებული საკითხები:

  • IV კლასის დასრულებისას მოსწავლეები ჩააბარებენ გამოცდას შემდეგ საგნებში: ქართული, მათემატიკა (შეფასება - ჩათვლა/არჩათვლა);
  • V კლასის დასრულებისას  მოსწავლეები ჩააბარებენ გამოცდას შემდეგ საგნებში: ქართული, მათემატიკა, ინგლისური ენა;
  • დაწყებითი საფეხურის დასრულებისა და საბაზო საფეხურზე ჩასარიცხი გამოცდები დაინიშნოს შემდეგ საგნებში: ქართული, მათემატიკა,  ინგლისური ენა; ძველი ქართული (შეფასება ჩათვლა/არჩათვლა);
  • დაწყებითი საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლეს საფეხურის საერთო ნიშანი (დამრგვალების შემდეგ) ექნება არანაკლებ 5-ისა, რაც აძლევს მას საბაზო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას;
  • VII და VIII კლასების დასრულებისას  მოსწავლეები ჩააბარებენ გამოცდას შემდეგ საგნებში: ქართული, მათემატიკა, ინგლისური ენა. მეოთხე საგანი იქნება არჩევითი. მოსწავლეები  მეორე სემესტრის დასაწყისში თავად აირჩევენ საგამოცდო საგანს.
  • საბაზო საფეხურის დასრულებისა და საშუალო საფეხურზე ჩასარიცხი გამოცდები IX კლასში დაინიშნოს შემდეგ საგნებში: ქართული, ძველი ქართული (შეფასება ჩათვლა/არჩათვლა), მათემატიკა, ისტორია, უცხოური ენა (ინგლისური/რუსული/ გერმანული).
  • საბაზო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლეს საერთო საფეხურის ნიშანი (დამრგვალების შემდეგ) იქნება არანაკლებ  6-ისა, რაც აძლევს მას საშუალო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას.
  • X კლასის დასრულებისას მოსწავლეები ჩააბარებენ გამოცდებს შემდეგ საგნებში: ქართული (ზეპირი გამოცდა),  მათემატიკა, ინგლისური ენა, ფიზიკა, ქიმია;
  • XI კლასის დასრულებისას მოსწავლეები ჩააბარებენ გამოცდებს იმ საგნებში, რომელბშიც ესგ-ის მიხედვით ბარდება ატესტატის ასაღებად: ბიოლოგია, ფიზიკა, ქიმია, გეოგრაფია.
  • XII კლასის დასრულებისას მოსწავლეები ჩააბარებენ გამოცდებს იმ საგნებში, რომელბშიც ესგ-ის მიხედვით ბარდება ატესტატის ასაღებად: ქართული ენა და ლიტერატურა,  მათემატიკა,  უცხოური ენა (ინგლისური/რუსული), ისტორია.

 

შეფასების მაღალი დონე (ქულები 9 და 10) გულისხმობს სასწავლო წლის ან საფეხურის წარჩინებით დამთავრებას.  წარჩინებული მოსწავლეების წახალისების წესს განსაზღვრავს გიმნაზიის ადმინისტრაცია.

სადამრიგებლო პროგრამა

გიმნაზიაში ყველა კლასს ჰყავს დამრიგებელი.

 

დამრიგებლის მოვალეობებია:

  • გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს მათი უფლებები და მოვალეობები (გიმნაზიის შინაგანაწესი, მშობელთან დასადები ხელშეკრულების პირობები, მოსწავლის ეთიკის კოდექსი და გიმნაზიის სასწავლო გეგმის შესაბამისი საკითხები);
  • ხელი შეუწყოს სადამრიგებლო კლასში მოსწავლეების ეკლესიურ აღზრდას, ზნეობრივი ნორმებისა და გიმნაზიის შინაგანაწესით დადგენილი წესების დაცვას;
  • შეადგინოს სამუშაო გეგმა სასწავლო წლის დასაწყისში და რეგულარულად ჩაატაროს სადამრიგებლო საათი;
  • ყოველი სემესტრის ბოლოს წარადგინოს ანგარიში პედაგოგიურ საბჭოს სხდომაზე;
  • დაეხმაროს სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებს აკადემიური თუ საგიმნაზიო გარემოში წამოჭრილი სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში;
  • დაეხმაროს მოსწავლეს აკადემიური თუ სხვა პრობლემის გადაჭრაში;
  • სადამრიგებლო კლასში არსებული პრობლემები სისტემატურად გააცნოს გიმნაზიის დირექტორსა და მოძღვარს;
  • იკისროს შუამავლობა გიმნაზიის მოძღვრის დახმარებით მოსწავლეს, მის მშობელსა და მასწავლებელს შორის პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში;
  • სისტემატურად მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატებების შესახებ;
  • აცნობოს მშობელს მდგომარეობა ბავშვის აკადემიურ მოსწრების შესახებ მხოლოდ საგნის მასწავლებლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით;
  • ესაუბროს მშობლებს შვილის აკადემიურ მოსწრებასა და ყოფაქცევაზე მხოლოდ ინდივიდუალური შეხვედრების დროს;
  • მოიწვიოს მშობელთა კრება მინიმუმ თვეში ერთხელ და გააფორმოს კრების ოქმი;
  • აწარმოოს სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების დასწრების აღრიცხვის ყოველდღიური შემოწმება და მოსწავლეთა დასწრების შესახებ ყოველთვიურად მიაწოდოს ინფორმაცია გიმნაზიის ადმინისტრაციას;
  • მოსწავლის მიერ გაკვეთილების გაცდენის შემთხვევაში დაუყოვნებლად დაადგინოს გაცდენის მიზეზი;
  • სასწავლო წლის დასაწყისშივე მოსწავლესა და მის მშობელს მიაწოდოს ინფორმაცია მოსწავლის მიერ გაკვეთილების გაცდენის შედეგად გამოწვეულ სავარაუდო შედეგებზე;
  • მოსწავლეებთან ერთად შეიმუშაოს  ქცევის წესები და მოითხოვოს მოსწავლეთაგან მათი, ასევე გიმნაზიის შინაგანაწესით გათვალისწინებული მოსწავლეთა უფლება-მოვალეობების დაცვა;
  • ყოველდღე დაესწროს სადამრიგებლო კლასის გაკვეთილებს (თუ მისი საათობრივი დატვირთვა არის 10 საათი ან ნაკლები დაესწროს ყველა გაკვეთილს, ხოლო თუ მისი საათობრივი დატვირთვა არის 10 საათზე მეტი კვირის განმავლობაში დაესწროს სადამრიგებლო კლასში მინიმუმ 3 გაკვეთილს)  და აწარმოოს მოსწავლის დღიური;
  • გააკეთოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის აკადემიური მიღწევის, გაკვეთილებზე დასწრებისა და ქცევის ანალიზი მასწავლებლებისაგან და გიმნაზიის მოძღვრისაგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და დაწეროს თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათება. გიმნაზია ვალდებულია დაიცვას შედგენილი ანალიზის კონფედენციალურობა;
  • ყოველი სემესტრის/სასწავლო წლის ბოლოს დროულად შეიტანოს  სადამრიგებლო კლასის მოსწავლეთა ნიშნები და გაცდენები სასკოლო ჟურნალში, შეფასების ფურცელსა და პირად საქმეში;
  • სადამრიგებლო კლასის მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, მოამზადოს ინფორმაცია  ამ მოსწავლის აკადემიური მიღწევისა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ.

 

 

 


სამუშაო და დასვენების დღეები

 

15 სექტემბერი სასწავლო წლის დასაწყისი

 

14 ოქტომბერი - სვეტიცხოვლობა (სამშაბათი)

30 ოქტომბერი - გიმნაზიის დაბადების დღე (ხუთშაბათი)

4 დეკემბერი - ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღე  (ხუთშაბათი)

31 დეკემბერი - 19 იანვარი - საშობაო არდადეგები

27 იანვარი - წმ. მოციქულთა სწორის ნინოს ხსენების დღე (სამშაბათი)

3 მარტი - დედის დღე (სამშაბათი)

7 აპრილი - ხარება (სამშაბათი)

9 -19  აპრილი (სააღდგომო არდადეგები)

12 მაისი -ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე (სამშაბათი)

21 მაისი - ამაღლება (ხუთშაბათი)

26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე (სამშაბათი)

15 ივნისი - 13 სექტემბერი - საზაფხულო არდადეგები

 

 

სემესტრების ხანგრძლივობა

 

II-XI კლასები

პირველი სემესტრი 15 სექტემბერი - 30 დეკემბერი

მეორი სემესტრი 20 იანვარი - 12 ივნისი

 

I  და XII კლასები

პირველი სემესტრი 15 სექტემბერი - 30 დეკემბერი

მეორე სემესტრი 20 იანვარი - 20 მაისი

 


 

 

 

 

გაკვეთილების ცხრილი (დანართი 1)