gototopgototop

საქართველოს საპატრიარქო,  გორისა და ატენის ეპარქია.

თავგვერდი პროექტები მათემატიკური ოლიმპიადა „გონიერი" მათემატიკური ოლიმპიადა „გონიერი" 2011

 

ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია
მათემატიკური ოლიმპიადა „გონიერი“
დებულება


   1. ოლიმპიადის შესახებ
მათემატიკურ ოლიმპიადას ატარებს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია.
ოლიმპიადის ჩატარების ადგილი – ქ.გორი, სამეფო ქ. №5; ტელ. 8(370) 270432;
ოლიმპიადა ტარდება დაწყებითი საფეხურის II-VI კლასების მოსწავლეთათვის.

   ოლიმპიადის მიზანია:
დაწყებით კლასებში მათემატიკისადმი ინტერესის გაღვივება;
მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენა;
ეროვნულ ოლიმპიადებში მონაწილეობისათვის გამოცდილების შეძენა.

მათემატიკური ოლიმპიადა „გონიერი“ ორ ტურად ტარდება.

   2. ოლიმპიადის პირობები
პირველი ტური
•    ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლების დაწყებითი საფეხურის II-VI კლასების მოსწავლეებს;
•    ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველმა მოსწავლეებმა უნდა შეასრულონ ჩვენს მიერ გაგზავნილი ტესტი;
•    ტესტირება ჩატარდება და ტესტი გასწორდება სკოლებში;
•    მოწვეული სკოლის საუკეთესო შედეგის მქონე 4 მოსწავლე თითოეული ასაკობრივი ჯგუფიდან მონაწილეობას მიიღებს ოლიმპიადის II ტურში;
II ტურში მონაწილე მოსწავლეთა მონაცემები უნდა ეცნობოს გიმნაზიას 6 მაისამდე (მოსწავლის გვარი, სახელი, კლასი, სკოლა, მასწავლებლის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი).

   მეორე ტური
•    მეორე ტური ჩატარდება ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში  14 მაისს;
•    რეგისტრაციის მიმდინარეობა: 10:00-10:30,
•    ტესტირების ხანგრძლივობა: II, III კლასი _ 1 სთ და 30 წთ, IV, V, VI კლასი _ 2 სთ;
•    მონაწილეებს ადგილზე მიეცემათ ასაკობრივი ჯგუფის შესაბამისი ტესტები.

   ტესტი შედგენილია ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის მათემატიკის კათედრის წევრთა მიერ. ტესტი შედგება, როგორც ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტით გათვალისწინებული, ასევე სტანდარტზედა საკითხებისაგან.
3. გამარჯვებულის გამოვლენა და დაჯილდოება
მათემატიკური ოლიმპიადის გამარჯვებულად ჩაითვლება ის მონაწილე, ვინც დააგროვებს უმაღლეს ქულებს.
I ნაკადის მონაწილეთა ნამუშევრების გასწორება მოხდება ტესტირების დამთავრებისთანავე. გასწორებას უზრუნველყოფს ოლიმპიადაში მონაწილე სკოლების მასწავლებლებისაგან შემდგარი ჯგუფი.
გამარჯვებულ მოსწავლეებსა და მათ მასწავლებლებს გადაეცემათ დიპლომები და საჩუქრები. დაჯილდოების თარიღი დამატებით დაინიშნება.

   2011 წლის 14 მაისს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში ჩატარდა მათემატიკური ოლიმპიადა ,,გონიერის“ მეორე ტური. ოლიმპიადაში მასპინძლებთან ერთად მონაწილეობდა ქარელის წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის, ხაშურის წმ. ექვთიმე ათონელის სახელობის ლიცეუმის, ხაშურის წმ. დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონის, წმ იოანე ბოლნელის სახელობის ბოლნისის სასულიერო გიმნაზიისა და გორის იაკობ გოგებაშვილის სახელობის №9 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მე-2-მე-4 კლასის 187 მოსწავლე. ტესტირების მიმდინარეობისას ოლიმპიადის მონაწილეებს მეთვალყურეობდნენ. ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის მასწავლებლები ნაშრომებსა და პასუხების ფურცლებს მოწვეული სკოლების მასწავლებლებიც ასწორებდნენ. წარმატებულთა შორის გამოვლინდა პირველი ხარისხის დიპლომის მფლობელი 12 მოსწავლე, მეორე ხარისხის - 27 და მესამე ხარისხის დიპლომის მფლობელი 51 მოსწავლე.
ოლიმპიადის გამარჯვებულ 12 მოსწავლეს პირველი ხარისხის დიპლომებთან ერთად სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ:
მეორე კლასი - კვაჭაძე ლუკა, კილაძე ნიკოლოზ, მჭედლიშვილი ვერიკო (ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია)
მესამე კლასი - დოთიაშვილი თამარ, ზაუტაშვილი თამარ (ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია)
მეხუთე კლასი - აბაშიშვილი ანა, გელიაშვილი ქეთი   (ქარელის წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია), კვაჭანტირაძე ნანუკა (ხაშურის წმ. დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონი), ბარამია თარაშ, ინაური ალექსი, საძაგლიშვილი მერაბ (ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია)

 

P1190939 P1190954 P1190965 P1190967 P1190971