საშობაო ფესტივალი „გენეთლია-2018“

საშობაო ფესტივალი „გენეთლია-2018“

ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის რექტორის, გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას კურთხევით 2018 წლის 9-10 იანვარს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის

გიმნაზიაში გაიმართა ყოველწლიური საშობაო ფესტივალი „გენეთლია“. ფესტივალი მიზნად ისახავს ქრისტეშობის დღესასწაულის სიხარულის აღსაქმელად და მოზარდების რწმენის გასაძლიერებლად გარემოს შექმნას მოსწავლეთა საკონფერენციო გამოსვლებით, კონკურსებით, ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენებითა და თვითშემოქმედების წარდგენით. წელს ფესტივალში მონაწილეობდნენ: ალავერდის ეპარქიასთან არსებული წმ. ბიძინა, წმ. შალვა და წმ. ელიზბარის სახელობის სკოლა; ზუგდიდის წმ. გიორგის სახელობის გიმნაზია; თბილისის წმ. ექვთიმე და წმ. გიორგი მთაწმინდელების სახელობის მართლმადიდებელ ქრისტიანთა სკოლა; თბილისის წმ. კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა პანსიონი; წმ. იოანე ბოლნელის სახელობის ბოლნისის სასულიერო გიმნაზია; ნიქოზის წმ. ალექსანდრეს ოქროპირიძის სახელობის სკოლა; ხაშურის წმ. დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონი; ოზურგეთის წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლა; გორის წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმი და ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია.

ვრცლად>>>

მსგავსი სტატიები

ქართული ენის კვირეული

ქართული ენის კვირეული

მე მიყვარს კითხვა

მე მიყვარს კითხვა

სწავლება დაწყებითი კლასების მასწავლებლებისათვის

სწავლება დაწყებითი კლასების მასწავლებლებისათვის

საბანკო რეკვიზიტები

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია

ს.კ 218082848

ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

+995 (0370) 27 0432

 gori.gimnazia@gmail.com

სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

ქეთევან ბებიაშვილი

ტელ: 571 399 323