2026 წლის 17 ნოემბერს ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სკოლა-გიმნაზიის მე-9 და მე-11 კლასების მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს გორის მერიის მიერ სკოლის მოსწავლეებისთვის დაგეგმილ რეგიონალურ საგანმანათლებლო პროექტ ,,ინტელექტჩემპიონატის“ ფარგლებში ჩატარებულ კონკურსში ,,რა, სად, როდის?“ და წარმატებით იასპარეზეს.
VIII-IX კლ. ასაკობრივ ჯგუფში გიმნაზიელებმა მე-3 საპრიზო ადგილი დაიკავეს, ხოლო X-XI კლასების ასაკობრივ ჯგუფში - პირველი საპრიზო ადგილი. რეგიონალური ფინალური ტური 28 ნოემბერს გაიმართება. ვუსურვებთ გიმნაზიელებს წარმატებას.