მოგზაურობა ტაო-კლარჯეთში

    2010 წლის 1-4 სექტემბერს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის დირექტორის, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტ ანდრიას კურთხევით მოეწყო მოლოცვა-მოგზაურობა თურქეთში, ტაო-კლარჯეთის ტაძრების მოლოცვისა და დათვალიერების მიზნით.


    მოლოცვა-მოგზაურობა დაიგეგმა გიმნაზიის ადმინისტრაციის მიერ  მოსწავლეთა წახალისების მიზნით. გიმნაზიის მოძღვრის დეკანოზ იოანეს (ცხვირაშვილი) ხელმძღვანელობით მოგზაურობაში გაემგზავრა გიმნაზიის მერვე და მეცხრე კლასის წარჩინებული 10 მოსწავლე (გასული სასწავლო წლის შედეგების მიხედვით):
    სტეფანე გურგენიძე, ელენე კაპანაძე, ირაკლი კიკაძე, გვანცა ლოლუა, ლევან ტატიშვილი, ნანა აკოლაშვილი, ვანიკო ვანიშვილი, ნინო ლომსაძე, სანდრო ნასყიდაშვილი, თემურ ხაჩიური.  ტაო-კლარჯეთში ასევე გაემგზავრნენ მასწავლებელი: ნანა ბერძენიშვილი. ლიანა გელაშვილი, რუსუდან ოქროპირიძე, მანანა სირბილაძე, თინათინ გვერდწითელი.
    მოგზაურებმა მოილოცეს: ხანძთა, ოპიზა, ოთხთა ეკლესია, ხახული, ოშკი, იშხანი, დოლისყანა, შატბერდი; მოინახულეს თორთუმის ტბა და ჩანჩქერი.
    ოთხთა ეკლესიაში დეკანოზმა იოანემ პარაკლისი აღასრულა.  ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ ტაძარში ლოცვა აღავლინა გიმნაზიელთა გალობის თანხლებით და მომლოცველები დალოცა.

    © 2015 Your Company. All Rights Reserved. Designed By JoomShaper

    ძიება