გიმნაზიას ეწვია კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მთავარეპისკოპოს ქრიზოსთომოსის მეთაურობით.

23 სექტემბერს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის  გიმნაზიას ეწვია კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მთავარეპისკოპოს ქრიზოსთომოსის მეთაურობით. სტუმრებთან ერთად გიმნაზიაში მობრძანდნენ საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირნი: მიტროპოლიტი ანდრია, მიტროპოლიტი გერასიმე, მიტროპოლიტი თეოდორე, მიტროპოლიტი საბა, პროტოპრესვიტერი გიორგი, აგრეთვე სამთავისისა და გორის ეპარქიის სასულიერო დასი.

სტუმრებმა დაათვალიერეს სასწავლებელი, მასპინძლებთან ერთად იგალობეს  წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის ტაძარში. მცირე ხნით ჩაერთვნენ სასწავლო პროცესში.  გიმნაზიის დარბაზში ნახეს მოსწავლეთა მიერ შესრულებული კომპოზიცია „ენა, მამული, სარწმუნოება“. დასასრულს სტუმრებმა  დალოცეს გიმნაზიის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები.

 

1 2 3 5 6 7 8 9 010 011

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

ჩვენი რეკვიზიტები

  • ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია

  • ს.კ 218082848

  • ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

  • ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

ქეთევან ბებიაშვილი

ტელ: 571399323

ძიება