ინტეგრირებული გაკვეთილი წმ. გიორგის სახელობის მე-9 კლასში

მოძღვრის საათისა და ფიზიკის გაკვეთილების ინტეგრირება განხორციელდა წმ. გიორგის სახელობის მე-9 კლასში თემაზე „მოძრაობა და უძრაობა მეცნიერული და ქრისტიანული მსოფლმხედველობის ფონზე“, მოძღვარი-მღვდელი ბორისი (ნიჩიპეროვიჩი), ფიზიკის მასწავლებელი-ნაზი გიგოლაშვილი. 20 დეკემბერს ჩატარებული გაკვეთილის მიზანი იყო მოძრაობის, უძრაობისა და მათი ფარდობითობის განხილვა მეცნიერული და რელიგიური თვალსაზრისით, რათა მოსწავლეებს დაენახათ მეცნიერებისა და რელიგიის ერთიანი და არა დაპირისპირებული მიდგომა აღნიშნული საკითხისადმი და ზოგადად, სამყაროში მიმდინარე პროცესებისადმი.

მოსწავლეებმა შეისწავლეს და პროექტის სახით წარმოადგინეს მეცნიერების: არისტოტელეს, გალილეის, ნიუტონის, კეპლერისა და აინშტაინის თეორიები მოძრაობისა და უძრაობის მდგომარეობის შესახებ, ამ მდგომარეობათა ფარდობითობაზე, თავად მეცნიერთა მსოფლმხედველობაზე, მოამზადეს და გამოფინეს კედლის გაზეთები.

გაკვეთილზე გაიმართა დისკუსია სამყაროს განზომილებებზე, მოძრაობაზე, დროთა კავშირზე. დისკუსიის დროს წამოჭრილ პასუხგაუცემელ კითხვებს რელიგიური თვალსაზრისით უპასუხა მამა ბორისმა და გასაგები გახადა მოსწავლეთათვის.

 

 

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

ჩვენი რეკვიზიტები

  • ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია

  • ს.კ 218082848

  • ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

  • ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

ქეთევან ბებიაშვილი

ტელ: 571399323

ძიება