მოგზაურობა-მოლოცვა თუშეთში

 

გიმნაზიის რექტორ-მოძღვრის,  გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას კურთხევით, გიმნაზიის  2013-2014 სასწავლო წლის წარჩინებული 13 მოსწავლე 29 ივლისს მოსალოცად თუშეთში გაემგზავრა. მოსწავლეებმა  ალავერდის ტაძრის მოლოცვის შემდეგ. გიმნაზიის დირექტორის, მღვდელ  ბორისის ხელმძღვანელობით იმოგზაურეს პირიქითა ალაზნისა და გომეწრის ალაზნის სოფლებში, მოილოცეს სოფელ ილიურთას წმ. გიორგის ეკლესია და შენაქოს წმ. სამების ტაძარი, მოინახულეს საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვარი. გიმნაზიელები ესტუმრნენ თუშეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრს, შემდეგ კი სამი დღის განმავლობაში ათვალიერებდნენ აღმოსავლეთ კავკასიონის მაღალმთიანეთის ბუნებისა და კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურ ძეგლებს, ეცნობოდნენ შენარჩუნებულ ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს, ყოფითი კულტურის ნივთებსა და ხელსაქმის ნიმუშებს.

 

DSCN1797 DSC02681 DSCN1880 DSCN1952

 

 

 

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

ჩვენი რეკვიზიტები

  • ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია

  • ს.კ 218082848

  • ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

  • ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

ქეთევან ბებიაშვილი

ტელ: 571399323

ძიება