მოსწავლეები კინოფილმის ჩვენებაზე

2 ივნისს, წმ. მღვდელმოწამე თეოდორე კველთელის სახელობის მე-3 კლასის მოსწავლეები კითხვის საათისა და სადამრიგებლო პროგრამის ფარგლებში, მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში დაესწრნენ ფილმს

„იავნანამ რა ჰქმნა?!“ (მასწავლებელი ცისია ვანიშვილი).  მოსწავლეებმა, კითხვის საათის გაკვეთილზე,  წაიკითხეს, განიხილეს  და ისაუბრეს მოთხრობის სავარაუდო შედეგებსა და დასასრულზე, ხოლო ნამდვილი დასასრული იხილეს დიდ ეკრანზე, რამაც მათზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. იაკობ გოგებაშვილის მოთხრობისა და ნანახი ფილმის შესახებ მსჯელობა გაგრძელდა საკლასო ოთახში, სადაც მოსწავლეებმა დაახასიათეს პერსონაჟები, ისაუბრეს თითოეულის დადებით და უარყოფით ქმედებებზე, იმდროინდელ ქრისტიანულ ცხოვრებასა და „იავნანას“ მნიშვნელობაზე, ასევე შექმნეს მოთხრობის გაგრძელება საკუთარი სურვილების მიხედვით.

 

 

____ (2) ____ (3) ____

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

ჩვენი რეკვიზიტები

  • ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია

  • ს.კ 218082848

  • ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

  • ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

ქეთევან ბებიაშვილი

ტელ: 571399323

ძიება