„კლასის სტუმარი“ ქართულის გაკვეთილზე

2016 წლის 11 ოქტომბერს, წმ. მთავარანგელოზთა დასის სახელობის მე-3 კლასში ჩატარდა ქართული ენისა და ლიტერატურის შემაჯამებელი გაკვეთილი თემაზე „დავით IV აღმაშენებელი - მეფე მწიგნობარი“ (მასწავლებელი თეა

გოგიჩაიშვილი). გაკვეთილის მიზანი იყო  ნასწავლი მასალის შეჯამებით მოსწავლეების დაინტერესება საქართველოს ისტორიით, მათში პატრიოტული გრძნობის გაღვიძება, მეფეთა ცხოვრების გაცნობა, ბიბლიოთეკასთან აქტიური თანამშრომლობის ხელშეწყობა. ამ მიზნის მისაღწევად მესამეკლასელებს „კლასის სტუმარი“ ეწვია - მასწავლებელი და ისტორიკოსი ქეთევან პარასკევაშვილი. გაკვეთილის ძირითადი აქტივობის - „ვიცოდი, გავიგე, რისი გაგება მაინტერესებს“ - შესრულების შემდეგ მოსწავლეებმა მათ მიერ ნასწავლი და მოძიებული ინფორმაცია შეაჯერეს და წარმოადგინეს ნახატები, ხოლო კლასის სტუმარმა მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა, რაც ადვილად გასაგები გახდა წიგნებისა და ციფრული მასალის დახმარებით.

 

1 DSCN0085 DSCN0100 DSCN0103 DSCN0108 DSCN0113 DSCN0117 DSCN0123

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

ჩვენი რეკვიზიტები

  • ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია

  • ს.კ 218082848

  • ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

  • ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

ქეთევან ბებიაშვილი

ტელ: 571399323

ძიება