გიმნაზიის წარმატებული ავტორიზაცია

2020 წლის 15-16 ივნისს გიმნაზიაში ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტი შედგა. ექსპერტებმა შეამოწმეს გიმნაზიაში არსებული პირობების შესაბამისობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებთან.

30 ივლისს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა ონლაინ ფორმატში გაიმართა, სადაც მოისმინეს ექსპერტთა ანგარიში გიმნაზიაში ვიზიტის თაობაზე. საბჭოს 2020 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიას 6 წლის ვადით მიენიჭა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი, დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიზნით. მოსწავლეთა ადგილების ზღვრული რაოდენობა განისაზღვრა 600-ით. ვულოცავთ სრულიად საგიმნაზიო საზოგადოებას ავტორიზაციის პროცესის წარმატებით გავლას! მორიგი ავტორიზაცია მომავალი წინსვლის საწინდარი ყოფილიყოს!

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

ჩვენი რეკვიზიტები

  • ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია

  • ს.კ 218082848

  • ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

  • ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

ქეთევან ბებიაშვილი

ტელ: 571399323

ძიება