სტუმრად პოლიციის სამმართველოში

2019 წლის 11 დეკემბერს გიმნაზიის მოსწავლეები პროფესიული ორიენტაციის პროგრამის ფარგლებში სტუმრად საპატრულო პოლიციის შიდა ქართლის მთავარ სამმართველოში იმყოფებოდნენ (მასწავლებელი ნელი ნაოჭაშვილი). მასპინძლები თბილად დახვდნენ გიმნაზიელებს. დაათვალიერებინეს პოლიციის ადმინისტრაციული შენობა, გააცნეს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის მუშაობის სტრუქტურა.

გიმნაზიელები დაესწრნენ ცეცხლსასროლი იარაღის ბალისტიკურ შემოწმებას, მოსწავლეებმა თავად აიღეს ანაბეჭდები სხვადასხვა ხედაპირიდან და განახორციელეს დიაგნოსტირება. ექსპერტებმა ისაუბრეს ნარკოტიკული ნივთიერების მავნე გავლენაზე და ადამიანის ორგანიზმში მისი განსაზღვრის მეთოდებზე. უფროსკლასელები ასევე გაეცნენ, თუ როგორ ხდება საგზაო შემთხვევის დროს დამნაშავის დადგენა. მოსწავლეებმა დაათვალიერეს საპატრულო მანქანები და მათი აღჭურვილობა. საპატრულო პოლიციიდან გიმნაზიელები ახალი ინფორმაციით დატვირთულები დაბრუნდნენ. სასწავლო ვიზიტმა გააფართოვა მოსწავლეთა თვალსაწიერი სამართალდამცველთა საქმიანობაზე და დააფიქრა ამ მიმართულებით პროფესიის არჩევის შესაძლებლობებზე. 

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

ჩვენი რეკვიზიტები

  • ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია

  • ს.კ 218082848

  • ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

  • ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

ქეთევან ბებიაშვილი

ტელ: 571399323

ძიება