ტაო-კლარჯეთის შესახებ

9 ნოემბერს გიმნაზიის ისტორიის, გეოგრაფიისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ინიციატივით (ხელმძღვანელი ლიანა გელაშვილი) გაიმართა კონფერენცია VIII -IX კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით.

საკონფერენციო  თემატიკა  შეირჩა მიმდინარე წელს ტაო-კლარჯეთში მოსწავლეთა მოგზაურობა-მოლოცვის შემდეგ. მონაწილეებმა წარმოადგინეს შემდეგი თემები:

მოგზაურობა ტაო-კლარჯეთში (მარშრუტის გეოგრაფიული აღწერა) - სტეფანე გურგენიძე, ირაკლი კიკაძე, ლევან ტატიშვილი (VIII კლასი);

ხანძთა და ოპიზა - სანდრო ნასყიდაშვილი (IX კლასი);

ოთხთა ეკლესია - ნინო ლომსაძე (IX კლასი);

ხახული - ელენე კაპანაძე (VIII კლასი);

ოშკი - ვანიკო ვანიშვილი (IX კლასი);

იშხანი - თემურ ხაჩიური (IX კლასი);

დოლისყანა - გვანცა ლოლუ  (VIII კლასი);

შატბერდი - ნანა აკოლაშვილი(IX კლასი);

თემებში აღწერილი და განხილული იყო მოსწავლეთა მიერ განვლილი გზა ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, ერუშეთსა და შავშეთში, მათ მიერ ნანახი და განცდილი, მოძიებული და წაკითხული. კონფერენციაზე წარდგენილი თემები გამდიდრებული იყო ისტორიული და თანამედროვე რუკებით, ტაძრების არქიტექტორული გეგმებით და  ავტორთა მიერ გადაღებული ფოტოებით.

კონფერენციას ესწრებოდნენ გიმნაზიის მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები.

მოსწავლეთა გამოსვლებმა მსმენელის მოწონება დაიმსახურეს

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

ჩვენი რეკვიზიტები

  • ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია

  • ს.კ 218082848

  • ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

  • ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

ქეთევან ბებიაშვილი

ტელ: 571399323

ძიება