სიახლეები

    გიმნაზიის ყოველდღიურობა, სიახლეები და ინფორმაციები

    ძიება

    მოსწავლეთა სასწავლო კონფერენცია „ქრისტიანობა და საქართველო“

    ​ საზოგადოებრივი მეცნიერებების კვირეულის ფარგლებში ჩატარდა მოსწავლეთა სასწავლო კონფერენცია, რომელიც მიზნად ისახავდა მოსწავლეებში დამოუკიდებელი კვლევის უნარ-ჩვევების განვითარებასა და ქრისტიანული კულტურის მრავალფეროვანი ასპექტების შესწავლას. მოსწავლეები სასკოლო საზოგადოების წინაშე შემდეგი მოხსენებებით წარდგნენ:

    • „ანდრია პირველწოდებულის შემოსვლა - გზა საქართველოში შემოსვლამდე“ - წმ. მოციქულ სვიმონ კანანელის სახელობის XI კლასის მოსწავლე მარიამ მინდიაშვილი, ხელმძღვანელი - თამარ ცერცვაძე; 
    • „წმიდა ნინოს შემოსვლა ქართლში“ - წმ. ბასილი დიდის სახელობის X კლასის მოსწავლეები: ბარბარე დადიანიძე, ელენე ელუაშვილი. ხელმძღვანელი - ქეთევან პარასკევაშვილი;
    • „საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია“ - წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის X კლასის მოსწავლეები: სოფია ალენი, ანასტასია წიქარიძე, მარიამ ბაზანდარაშვილი, ხელმძღვანელი - ნანა სადღობელაშვილი; 
    • „მირონის კურთხევის შესახებ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიაში“ - წმ. სვიმონ კანანელის სახელობის XI კლასის მოსწავლე მარიამ კუპატაძე. ხელმძღვანელი - გიორგი ტატუნაშვილი; 
    • „ილია II-ის როლი საქართველოს სულიერი და ეროვნული თვითგანმრკიცების საქმეში“ - წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის X კლასის მოსწავლეები: გვანცა მარტიაშვილი, გივი კასრაძე, ლადო შუბითიძე ხელმძღვანელი - ნანა სადღობელაშვილი;
    • „ჯვარი და კომპასი- ქრისტიანობის გლობალიზაცია და საქართველო მსოფლიო რუკაზე“ - წმ. სვიმონ კანანელის სახელობის Xl კლასის მოსწავლე ანდრია ლოთიშვილი, ხელმძღვანელი - ლელა ყეინაშვილი.

    სკოლა-გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა, დეკანოზმა ბორისმა შეაფასა მოსწავლეთა ნამუშევარი და ახალგაზრდა მკვლევრებს რჩევები მისცა. კონფერენციის დასრულებისას მოსწავლეებს მონაწილეობის სერტიფიკატები გადაეცათ.

    საკონტაქტო მონაცემები

    გორი, სამეფო ქ. #5

    • dummy+995 (0370) 27 0432

    • dummy gori.gimnazia@gmail.com

    • ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია

    • ს.კ 218082848

    • ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

    • ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

    © 2015 Your Company. All Rights Reserved. Designed By JoomShaper

    ძიება