30 აპრილს, საზოგადოებრივ მეცნიერებათა კვირეულის ფარგლებში გაიმართა ვიქტორინა „საქართველო და ქრისტიანობა“
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის, წმ. გიორგის სახელობისა და წმ. ბასილი დიდის სახელობის მე-10 კლასების გუნდების მონაწილეობით. ინტელექტუალური თამაში მიზნად ისახავდა სასკოლო და არაფორმარულ გარემოში მოსწავლეების მიერ შეძენილი ცოდნის შეჯამებასა და შეჯიბრებით გარემოში მის რეალიზებას. ვიქტორინა დაეფუძნა კითხვებს, რომლებიც მოიცავდა საქართველოს ისტორიის, რელიგიის, ხელოვნებისა და ლიტერატურის საკითხებს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ჭრილში. ვიქტორინის გამარჯვებული გახდა წმ. ბასილი დიდის სახელობის მე-10 კლასის მოსწავლეთა გუნდი თეოდორე მესტუმრიშვილის, ანა დარახველიძის, ლიკა ნეფარიძის, ანდრია კარელიძისა და საბა ბრეგვაძის შემადგენლობით. გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები (ღონისძიების ორგანიზატორი და წამყვანი საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის ხელმძღვანელი ნანა სადღობელაშვილი).

