ილიას უნივერსიტეტსა და ა (ა) ი.პ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სკოლა-გიმნაზიას ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
ჩვენი სკოლის მოსწავლეები ყოველწლიურად მონაწილეობენ ილიას უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში - „სამეცნიერო პიკნიკი“, აქტიურად ატარებენ სხვადასხვა ექსპერიმენტს, წარადგენენ სხვადასხვა შემეცნებით პროექტს, მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსში. არც მიმდინარე სასწავლო წელი იყო გამონაკლისი. ქიმის პედაგოგი მეათე კლასის მოსწავლეებთან ერთად სტუმრობდა „სამეცნიერო პიკნიკს“, სადაც ძალიან საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებში ჩაერთნენ მოზარდები.


