მიმდინარე სასწავლო წელს სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა ქიმიის პედაგოგ ნელი ნაოჭაშვილის ხელმძღვანელობით განახორციელეს პროექტი „წყალი და მისი ორგანოლეპტიკური შედგენილობა“.
მოსწავლეებმა ქალაქის სხვადასხვა ადგილიდან აიღეს წყლის სინჯები და აწარმოებდნენ მასზე კვლევას ქალაქის წყალმომარაგების კვლევით ლაბორატორიაში. მოსწავლეები აღნიშნულ პროექტზე დიდი მონდომებით მუშაობდნენ. მათ შეისწავლეს და თვითანვე შეამოწმეს სასმელი წყალი ფიზიკური მეთოდებით - ფერით, დალაქვით; ასევე შეამოწმეს წყალში ქლორის იონების არსებობა; ისწავლეს, თუ როგორ ხდება სამელი წყლის გასუფთავება ქლორით, ოზონით. აღნიშნული პროექტი შემდეგ წარადგინეს აგრარული უნივერსიტეტის ქიმიკოსთა კონფერენციაზე „ოქროს რიცხვი“ და გორის უნივერსიტეტის მოსწავლეთა კონფერენციაზე „იპოვე შენი მომავალი ჩვენთან“.

