საბუნებისმეტყველო საგნების კვირეულის ფარგლებში, ბიოლოგიის მასწავლებელმა, ნინო ფსუტურმა,
ააიპ ღირსი მამა გიროგი მთაწმინდელის მე 6 კლასებში ჩაატარა ტრენინგი თემაზე - „უვნებელი სურსათის 5 გასაღების პრინციპი“. ტრენინგის მიზანი გახლდათ, მოსწავლეები გაცნობოდნენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ შემუშავებულ „უვნებელი სურსათის 5 გასაღების პრინციპს“ და ემსჯელათ „უვნებელი სურსათის 5 გასაღების პრინციპის“ დაცვის აუცილებლობაზე; ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ საერტიფიკატები.

