2026 წლის 15 ივნისს სკოლა-გიმნაზიის სატრაპეზო სივრცე კულინარული კონკურსის მონაწილეებს დაეთმო. პროექტი წმ. გიორგის სახელობის მე-10 კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს და თავად გაუწიეს ორგანიზება (კლასის ხელმძღვანელი ხათუნა ბეგიაშვილი, მასწავლებელი თინათინ გვერდწითლი).
კონკურსში საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლე გოგონების გუნდები მონაწილეობდნენ. შეთანხმებული გუნდური მუშაობით, ხალისიანი შრომით და მზარეულობის გამოცდილებით მოსწავლეებმა დიასახლისობის სანიმუშო უნარი გამოავლინეს. მონაწილეებს სხვადასხვა ნომინაციაში მიღწეული წარმატებისთვის სიგელები, ხოლო გამარჯვებული გუნდის წევრებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. მეათეკლასელმა ვაჟებმა კონკურსის მიმდინარეობის საორგანიზაციო მხარდაჭერა განახორციელეს და ვიდეო სიუჟეტი მოამზადეს (ავტორი თორნიკე მღებრიშვილი).
YouTube ვიდეოს ნახვა