10 ივლისი გიმნაზიის ტაძრის დღესასწაულია. ამ დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგი მთაწმინდელს და წმინდა მღვდელმოწამე კირიონ II მოიხსენიებს. საზეიმო წირვა მამა იოანემ (ცხვირაშვილი) ჩაატარა. მსახურებას გიმნაზიის მოსწავლეებთან, მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად მრევლიც ესწრებოდა.
გიმნაზიაში პედაგოგიური საბჭოს სხდომა გაიმართა.
2011 წლის 2 ივლისს შედგა გიმნაზიის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეთა დაჯილდოება.
წმინდა მეფე დავით აღმაშენებლისა და წმინდა მოწამეთა დავითისა და კონსტანტინეს სახელობის პირველი კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ქართული ენის მასწავლებლის, თეა გოგიჩაიშვილის მიერ ორგანიზებულ გრძელვადიან ღონისძიებაში ,,მე მიყვარს კითხვა”. მოსწავლეები კითხულობდნენ მასწავლებლის მიერ შერჩეულ ლიტერატურულ ნაწარმოებებს, უყვებოდნენ ერთმანეთს, გამოთქვამდნენ აზრს წაკითხულის შესახებ. ამგვარმა მუშაობამ ხელი შეუწყო კითხვისა და ზეპირმეტყველების უნარის გაუმჯობესებას, წიგნისადმი ინტერესის გაჩენას, ლექსიკური მარაგის გამდიდრებას.
საბანკო რეკვიზიტები
ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია
ს.კ 218082848
ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22
ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90
საკონტაქტო მონაცემები
გორი, სამეფო ქ. #5
+995 (0370) 27 0432
gori.gimnazia@gmail.com
სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
ქეთევან ბებიაშვილი
ტელ: 571 399 323