28 დეკემბერს ლიტერატურულ-თეატრალური წრის წევრებმა მორიგი წარმოდგენა გამართეს. გიმნაზიელებამ დიდი ინტერესით მიიღეს ,,ურჩხული და მზეთუნახავი“.
ქრისტიანული სამყაროს უდიდეს მოვლენას, ქრისტესობას მიეძღვნა 28 დეკემბერს წმ. მოციქულთა პეტრესი და პავლეს სახელობის VI კლაში გამართული ღონისძიება „ქრისტე დაბადებულაო . . . ალილო!“ (კლასის ხელმძღვანელი ია ჯალალი). მოსწავლეებმა გაგვახსენეს უფლის მოვლინების ამბავი და მოგვითხრეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ალილოს ტრადიციების შესახებ.
27 დეკემბერს გიმნაზიას ბევრი საპატიო სტუმარი ეწვია – გაიმართა პროექტ ,,მათემატიკოსის თვალით დანახული ტაძრების” პრეზენტაცია. პროექტი გიმნაზიის მათემატიკის კათედრის ინიციატივით განხორციელდა (ხელმძღვანელი მ. სირბილაძე) და დიდი ინტერესიც გამოიწვია მოსწავლეთა შორის. მუშაობაში ჩაერთო VII-XI კლასის თითქმის ყველა მოსწავლე. მათ მასწავლებლებთან (მ. მოსიაშვილი, ც. ბერუაშვილი, რ. მღებრიშვილი) ერთად მოილოცეს გორისა და სამთავისის ეპარქიის ტაძრები, ჩაატარეს აზომვები, საჭირო გამოთვლები და საინტერესო ფორმით წარუდგინეს დამსწრე საზოგადოებას. პროექტმა სამთავისისა და გორის მიტროპოლიტის მეუფე ანდრიასა და მოწვეული სტუმრების მოწონება დაიმსახურა.
27 დეკემბერს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში მათემატიკური ოლიმპიადა „ევერესტის“ გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა. ოლიმპიადაში გიმნაზიის დაწყებითი საფეხურის 100 მოსწავლე მონაწილეობდა (მასწავლებლები: ც. ბერუაშვილი, მ. გურგენაშვილი, რ.მღებრიშვილი, რ. ოქროპირიძე, მ. სირბილაძე,). საუკეთესო ათეულში კლასების მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, გიმნაზიის 11 მოსწავლე მოხვდა. მათემატიკური ოლიმპიადა „ევერესტის“ შემოქმედებითმა ჯგუფმა წარმატებულ მოსწავლეებს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებელი რუსუდან ოქროპირიძე წარმატებულ მასწავლებლად დასახელდა და სიგელი და ფასიანი საჩუქარრი გადაეცა. თანამშრომლობისა და მიღწეული წარმატებებისათვის გიმნაზიამ მადლობის ფურცელი დაიმსახურა.
27 დეკემბერს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის მე-11 კლასში ჩატარებული ღია გაკვეთილის თემა ბიოლოგიაში (მასწავლებელი თეა ნინოკაშვილი) იყო ორგანიზმის ინდივიდუალური განვითარება. ემბრიოგენეზი. მასწავლებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და წარმოდგენილი ვიდეო და ფოტო მასალის მეშვეობით მოსწავლეები გაეცნენ ემბრიონული განვითარების ადრეულ ეტაპებს, ემბრიონის ანატომიურ და ფიზიოლოგიურ თავისებურებას, ჩანასახის ორგანოთა სისტემებს, მათ აგებულებას და ფუნქციებს, იმსჯელეს ორგანიზმის ინდივიდუალური განვითარების შესახებ
საბანკო რეკვიზიტები
ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია
ს.კ 218082848
ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22
ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90
საკონტაქტო მონაცემები
გორი, სამეფო ქ. #5
+995 (0370) 27 0432
gori.gimnazia@gmail.com
სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
ქეთევან ბებიაშვილი
ტელ: 571 399 323