ხეზე კვეთის წრე

ხეზე კვეთის წრე

 

 საქართველოში ხეზე კვეთა უძველესი დროიდან ყოფილა განვითარებული,

ქრისტიანობის გავრცელებამ მას განსხვავებული დატვირთვა მისცა, განვითარდა და დროთა განმავლობაში დაიხვეწა. მონასტრებში ულამაზესი ორნამენტებით ამკობდნენ კიოტებს, აღსავლის, ტაძრის კარებს, ხატის ჩარჩოებს და ა. შ. მათი დიდი ნაწილი ხელოვნების ნიმუში იყო.

სასიხარულოა, რომ დღეს ახალგაზრდობა დაინტერესებულია და დიდი მონდომებით სწავლობს ხეზე კვეთას. გიმნაზიაში, წრეს ხელმძღვანელობს გოგა კავლელაშვილი, რომლის ნამუშევრებით არაერთი ტაძარია შემკული(რამდენიმე ეკლესიის კარები, საკურთხევლის სვეტები). გამოკვეთილი აქვს: მაცხოვრის, ღვთისმშობლის, მთავარანგელოზების, წმინდა ნინოს ხატები.  სასულიერო პირებისთვის შექმნილი აქვს საბეჭური და ჯვარცმა. ახლა ბატონი გოგა, პატარებს აზიარებს ამ  ხელოვნებას.

 

 

ეს ჩვენი მოსწავლეების ნამუშევრებია:

 

       

 

2014-15 სასწავლო წლის

 

I სემესტრის სამუშაო გეგმა

 

  1. ხის დეტალის გამოჭრა
  2. გულსაკიდი ჯვრის გაკეთება
  3. საჭირო ინსტრუმენტების გაკეთება, გალესვა
  4. ორნამენტის დახაზვა ხის ნაჭერზე
  5. ორნამენტის (რომბების) კვეთა
  6. გრეხილი ორნამენტის დახაზვა და ამოკვეთა
  7. ნაწნავი ჩუქურთმის კვეთა
  8. სვანური ჩუქურთმის კვეთა
  9. ზარდახშის გაკეთება

 

II სემესტრის სამუშაო გეგმა

 

  1. ზარდახშის მოჩუქურთმება
  2. კედელზე საკიდი ჯვრის გამოჭრა
  3. კედლის ჯვრის სხვადასხვა ჩუქურთმით შემოსვა
  4. ხატის ჩარჩოს კეთება
  5. კლასიკური ჩუქურთმის გაკეთება
  6. ხატის ამოკვეთა

მსგავსი სტატიები

IMGA0145

ხალხური საკრავების შემსწავლელი წრე

1

ლიტერატურულ-თეატრალური წრე

P1080316

სიმღერისა და გალობის გუნდი

საბანკო რეკვიზიტები

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია

ს.კ 218082848

ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

+995 (0370) 27 0432

 gori.gimnazia@gmail.com

სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

ქეთევან ბებიაშვილი

ტელ: 571 399 323