DSCN0817

გიმნაზიელების წარმატება ინგლისურენოვან კონკურსებში

15 თებერვალს, გორის სასწავლო უნივერსიტეტში ბრიტანეთის საბჭოსა და გორის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის თანამშრობლობით განხორციელებული პროექტების გამარჯვებულთა დაჯილდოება შედგა. გიმნაზიის 13 მოსწავლე მონაწილეობდა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის გამოცხადებულ კონკურსში: მონაწილეებმა წარადგინეს 2-წუთიანი ვიდეო-სიუჟეტები ახალი ამბების სახით, მხატვრული ესსე თემაზე „ჩვენი ფანჯრიდან“ და ჩაერთნენ კონკურსში „ვიდეო ზონა“. დიდი ბრიტანეთის საელჩოს, ბრიტანეთის საბჭოსა და  გორის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის წარმომადგენელთა მონაწილეობით შემდგარმა ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებულები და სიგელებითა და საჩუქრებით დააჯილდოვა.

გიმნაზიის მოსწავლეთაგან დაჯილდოვდნენ: ღირსი სერგი რადონეჟელის სახელობის  მე-7 კლასის მოსწავლე თამთა ხინჩიკაშვილი (კონკურსი From Our Window) და წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის მე-11 კლასის მოსწავლე სოფიო გვერდითელი (კონკურსი Video Zone). სიგელი და საჩუქარი (მოდემი) გადაეცა გამარჯვებული მოსწავლეების მასწავლებელს ბექა ღუდუშაურს.

ვულოცავთ გამარჯვებულებს წარმატებას!

 

მსგავსი სტატიები

1

გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს მეორე სხდომა

IMGA0020

საგნობრივი კათედრების სხდომები

DSCN0002

პატრიარქის დაბადებისა და აღსაყდრების საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი კონფერენცია

საბანკო რეკვიზიტები

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია

ს.კ 218082848

ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

+995 (0370) 27 0432

 gori.gimnazia@gmail.com

სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

ქეთევან ბებიაშვილი

ტელ: 571 399 323