DSCN9573

საშობაო ფესტივალი „გენეთლია“

2014 წლის 9-10 იანვარს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში ყოველწლიური საშობაო ფესტივალი „გენეთლია“ გაიმართა.

9 იანვარს გიმნაზიის მოძღვარ-რექტორმა, გორისა და ატენის მიტროპოლიმა ანდრიამ (გვაზავა) ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის ტაძარში შეკრებილი ფესტივალის მონაწილენი დალოცა და გიმნაზიის დარბაზში მიიწვია. ორი საფესტივალო დღის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა ეპარქიების საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული სასწავლებლებისა და საჯარო სკოლების მოსწავლეები ფესტივალის პროგრამით გათვალისწინებულ მოსწავლეთა კონფერენციაში, ხატვის კონკურსში, თვითშემოქმედებით გამოსვლებსა და ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენაში მონაწილეობდნენ. ეპარქიის ტუმრებმა გორის ტაძრები მოილოცეს და ქალაქის ძველი უბანი დაათვალიერეს.

10 იანვარს, ფესტივალის დახურვის საღამოზე გიმნაზიის ლიტერატურულ-თეატრალური წრის აღსაზრდელებმა სტუმრებს „ცეროდენა“ წარუდგინეს. მეუფე ანდრიამ და გიმნაზიის დირექტორმა მამა ბორისმა (ნიჩიპეროვიჩი) მოწვეული სკოლების წარმომადგენლებსა და მოსწავლეებს საჩუქრები გადასცეს და ხატვის კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს.

 

 

მსგავსი სტატიები

მათემატიკის განსხვავებული გაკვეთილი

მათემატიკის განსხვავებული გაკვეთილი

1

ხატვის კონკურსი

გიმნაზიის შენობა

„გენეთლია“ 2014

საბანკო რეკვიზიტები

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია

ს.კ 218082848

ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

+995 (0370) 27 0432

 gori.gimnazia@gmail.com

სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

ქეთევან ბებიაშვილი

ტელ: 571 399 323