DSCN0261

ქიმია ყოველდღიურ ცხოვრებაში

 

2013-2014 სასწავლო წელს გიმნაზია მონაწილეობდა ილიას უნივერსიტეტის  პროექტში PROFILES.  პროექტის მიზანი იყო მარტივი, იაფი მასალებისა და ნივთიერებების გამოყენებით  საინტერესო ექსპერიმენტების ჩატარება და შესაბამისად მოსწავლეთა დაინტერესება საბუნებისმეტყველო დისციპლინებით.

პროექტის მონაწილე, გიმნაზიის ქომიის მასწავლებელი ნელი ნაოჭაშვილი, სასწავლო წლის განმავლობასი მუშაობდა წმ. მთავარანგელოსთა დასის სახელობის მე-7 და წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის მე-8 კლასების მოსწავლეებთან.

მე-7 კლასელების პროექტის თემა იყო „ქიმია ყოველდღიურ  ცხოვრებაში“. პროექტის, სათაურით „ჰოლივუდის ღიმილი“, მიზანი იყო მოსწავლეთა მიერ  ქიმიის, როგორც სასწავლო საგნის მნიშვნელობის გააზრება, ყოველდღიურ ცხოვრებასთან  მისი კავშირის დანახვა. ამ პროექტით მოსწავლეებმა შეისწავლეს კბილის ქიმიური შედგენილობა, და განახორციელეს ექსპერიმენტი თუ როგორ უნდა დაიცვან კბილები სხვადასხვა გამაღიზიანებლებისა და საკვები შემფერადებლებისგან. პროექტის მიმდინარეობის პერიოდში მოსწავლეებმა შეისწავლეს დამცავი, სამკურნალო  და მათეთრებელი კბილის პასტების შედგენილობა. გამოიკვლიეს თუ  რომელ კბილის პასტას ანიჭებს უპირატესობას  მომხმარებელი; დაადგინეს შეიძლება თუ არა ერთიდაიგივე კბილის პასტის გამოყენება  ბავშვებსა და ზრდასრულებში. კვლევის დამთავრების შემდეგ იმსჯელეს კბილის კარიესის გამომწვევ მიზეზებსა და მის თავიდან აცილებაზე.

მე-8  კლასელებმა  მაისის თვეში განვახორციელეს პროექტი  თემაზე „ხსნარების სიმკვრივეების განსაზღვრა“.  პროექტის ფარგლებში სათაურით „რატომ იძირება Coca Cola  და ტივტივებს  Coca Cola-Zero“, მოსწავლეებმა ჩაატარეს  ექსპერიმენტი აღნიშნულ სასმელებზე. ექსპერიმენტის შედეგად დაადგინეს  შაქარის შემცველობაზე სიმკვრივის დამოკიდებულება და პასუხი გასცეს პროექტში დასმულ კითხვას. სიმკვრივეების გამოანგარიშებისას  მოსწავლეებმა ერთმანეთს დაუკავშირეს ხსნარის მოცულობა, სიმკვრივე და მასა.

პროექტი ორივე კლასში მოსწავლეთა დიდი ინტერესითა და ხალისით მიმდინარეობდა.

 

მსგავსი სტატიები

მათემატიკის განსხვავებული გაკვეთილი

მათემატიკის განსხვავებული გაკვეთილი

1

ხატვის კონკურსი

გიმნაზიის შენობა

„გენეთლია“ 2014

საბანკო რეკვიზიტები

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია

ს.კ 218082848

ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

+995 (0370) 27 0432

 gori.gimnazia@gmail.com

სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

ქეთევან ბებიაშვილი

ტელ: 571 399 323