1

სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევის (TALIS) ანგარიში

 

11 თებერვალს,   შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა და ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა - საქართველო“ მოაწყო სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევის  (TALIS) ეროვნული ანგარიშის პრეზენტაცია. ეს არის პირველი საერთაშორისო კვლევა, რომელიც  კომპლექსურად შეისწავლის მასწავლებლის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ასპექტს: პროფესიული განვითარება, შეფასება და უკუკავშირი, პროფესიითა და სამუშაო ადგილით კმაყოფილება, მასწავლებლების სკოლაში საქმიანობა, საგაკვეთილო პროცესში გამოყენებული სტრატეგიები და მეთოდები, ღირებულებები და დამოკიდებულებები. კვლევის მიზანია, დაეხმაროს კვლევაში მონაწილე ქვეყნებს მასწავლებლის პროფესიის განვითარებაზე ორიენტირებული ეფექტიანი პოლიტიკის დანერგვაში. კვლევაში მონაწილეობდა 35 ქვეყანა. საქართველოში კვლევის ადმინისტრირება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უზრუნველყო ჩვენი ქვეყნის 440 სკოლის დირექტორებისა და მასწავლებლების დახმარებით. კვლევაში, როგორც რესპოდენტები, მონაწილეობდნენ გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მანანა კაკაურიძე და გეოგრაფიის მასწავლებელი ლელა ყეინაშვილი, რომლებიც სხვა 7 რესპოდენტთან ერთად მიწვეულნი იყვნენ ანგარიშის წარდგენაზე.

 

მსგავსი სტატიები

დახურვა

დახურვა

გიმნაზიის შენობა

საშობაო ფესტივალი „გენეთლია“ 2016

გიმნაზიის შენობა

საშობაო ფესტივალი „გენეთლია“ 2016

საბანკო რეკვიზიტები

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია

ს.კ 218082848

ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

+995 (0370) 27 0432

 gori.gimnazia@gmail.com

სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

ქეთევან ბებიაშვილი

ტელ: 571 399 323