111

ზუგდიდის სააღდგომო ფესტივალი

3 და 4 მაისს ზუგდიდის წმ. გიორგის სახელობის გიმნაზიის ორგანიზებით ზუგდიდის სააღდგომო ფესტივალი გაიმართა. ფესტივალს 18 ეპარქიის 24 სასწავლებლების მოსწავლეები სტუმრობდნენ. სააღდგომო ფესტივალი საზეიმოდ ქალაქ

ზუგდიდში, ანდრია დადიანის სახელობის სკვერში გაიხსნა. პირველ დღეს ჭადრაკის სააღდგომო ფესტივალი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული წმ. მეფე დავით აღმაშენებლის ცენტრის პატრონაჟით, ქალაქ ზუგდიდის მერიის, ქალაქ ზუგდიდის საჭადრაკო სახლისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის თანადგომით ჩატარდა. ტურნირში მონაწილეობდნენ გორის გიმნაზიის წმ. ბარბარეს სახელობის მე-10 კლასის მოსწავლე გიორგი ბუჟღულაშვილი და წმ. პეტრესი და პავლეს სახელობის მე-9 კლასის მოსწავლე თათული მარმალიძე მონაწილეობდნენ. გიმნაზიელების მონაწილეობით საპატრიარქოს სკოლების გუნდებმა II და III ადგილები დაიკავეს.

4 მაისს ფესტივალის სტუმრებმა ყოვლადწიდა ღვთისშობლის კვართი მოილოცეს, რომელიც ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურულ მუზეუმში ინახება. კულტურის ცენტრში  სააღდგომო ნახატებისა და ნაკეთობების გამოფენა მოეწყო. ფესტივალი საზეიმო კონცერტით დასრულდება. ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის მოსწავლეები კონცერტზე ლიტერატურული სპექტაკლით „კიდევაც ვნახავ გაზაფხულს...“  წარდგნენ (მასწავლებლები ზვიად ხუბულური, ლელა მერაბიშვილი).

 

მსგავსი სტატიები

დახურვა

დახურვა

გიმნაზიის შენობა

საშობაო ფესტივალი „გენეთლია“ 2016

გიმნაზიის შენობა

საშობაო ფესტივალი „გენეთლია“ 2016

საბანკო რეკვიზიტები

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია

ს.კ 218082848

ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

+995 (0370) 27 0432

 gori.gimnazia@gmail.com

სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

ქეთევან ბებიაშვილი

ტელ: 571 399 323