1

ქართულის გაკვეთილი საგურამოში

2016 წლის 15 ოქტომბერს, წმ. მღვდელმოწამე თეოდორე კველთელის სახელობის მე-4 კლასმა მოილოცა შიომღვიმე, სვეტიცხოველი და  სამთავროს დედათა მონასტერი. მცხეთიდან მათ საგურამოში გადაინაცვლეს, სადაც დაათვალიერეს

ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი. ექსკურსიამძღოლმა მოსწავლეებს გააცნო დიდი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის სამყოფელის ყველა კუთხე-კუნჭულის დანიშნულება. სახლის  დათვალიერების შემდეგ მეოთხეკლასელებმა გადაინაცვლეს  მუზეუმის ეზოში, სადაც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ცისია ვანიშვილმა, შემაჯამებელი გაკვეთილი ჩაატარა. მოსწავლეებმა გაიხსენეს და დაასახელეს ილია ჭავჭავაძის შესახებ ყველა ის ფაქტი, რაც იცოდნენ და რაც საგურამოში ყოფნისას მოისმინეს.  ასევე წარმოთქვეს მისი ცნობილი გამონათქვამები და დაუკავშირეს მასწავლებლის მიერ წარმოდგენილ ილუსტრაციებს; გაკვეთილის დასასრულს კი, ილიას ლექსებით გადმოსცეს პოეტის დამოკიდებულება სამშობლოს,  ქართველი დედის, სიმართლისა და მომავლის იმედისა მიმართ.

 

მსგავსი სტატიები

დახურვა

დახურვა

გიმნაზიის შენობა

საშობაო ფესტივალი „გენეთლია“ 2016

გიმნაზიის შენობა

საშობაო ფესტივალი „გენეთლია“ 2016

საბანკო რეკვიზიტები

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია

ს.კ 218082848

ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

+995 (0370) 27 0432

 gori.gimnazia@gmail.com

სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

ქეთევან ბებიაშვილი

ტელ: 571 399 323